კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, ხელისუფლება ჩინეთშიც ისე არ მოგვჭრის თავს, როგორც დასავლეთში

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

ჩინეთი არის მსოფლიოში მესამე ეკონომიკა, ევროკავშირის ჯამური და აშშ-ს ეკონომიკის შემდეგ, ხოლო პოლიტიკური გავლენით - მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოზე, რუსეთზე. ამიტომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაღრმავება პოზიტიურად მიმაჩნია.

მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ დაუფიქრებლად ხელი ისეთ რამეს არ მოაწეროს, ან არ შეპირდეს ჩინეთს, რის გაკეთებასაც მერე არ აპირებს და ვერ შეძლებს - მაგალითად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის სამხედრო ბაზის განთავსება. ასეთი რამ უკვე ვნახეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან და ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასე პირდება ხელისუფლება ქართველ ხალხსაც, რომ ევროკავშირში შევალთ, მაგრამ არც ამას აპირებენ, რადგან ევროკავშირში ხელისუფლებები სწრაფად იცვლებიან, „ოცნება“ კი წასვლას არ გეგმავს. ამიტომ მთავარია, ჩინეთშიც „აფერისტი“ ქვეყნის იმიჯი არ ჩამოგვიყალიბდეს, როგორიც უკვე გვაქვს დასავლეთში.

დიახ, ჩვენს ქვეყანას მართავენ „აფერისტები“. ხელისუფლებამ მრავალჯერ მოატყუა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და კიდევ უფრო ბევრჯერ მოატყუა ქართველი ხალხი, რომელსაც, ივანიშვილის დაპირების მიხედვით, 2017 წელს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა, უფასო ფულით, გაზით და შუქით.

ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, ხელისუფლება ჩინეთშიც ისე არ მოგვჭრის თავს, როგორც დასავლეთში", - ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის