„მეიქინგ საიენს სვიფტი“ (Making Science Sweeft)  აქსელერაციის პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას 1-ელი აგვისტოდან დაიწყებს

აღნიშნულ ანაზღაურებად პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 14 აგვისტოს დასრულდება. აპლიკანტები 15 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, სამეტაპიან შერჩევის პროცესს გაივლიან, ხოლო სწავლას 1 ნოემბრიდან დაიწყებენ. პროგრამა ანაზღაურებადია

პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული მარკეტინგის იმ 20-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებით აქვს საბაზისო ცოდნა, რომელზეც ახალი მიღების ფარგლებში დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.

„მეიქინგ საიენს სვიფტი“ (Making Science Sweeft) კარიერული აქსელერაციის პროგრამას „იუსეიდის“ პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, წარმატებით ახორციელებს.

აქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას.

მსოფლიოს მასშტაბით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ეს ტენდენცია საქართველოშიც განსაკუთრებით მკვეთრად, ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება.

ტექნოლოგიური პროფესიები ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სათანადოდ არ არის ათვისებული და შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია.

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორების ჩართულობით, „მეიქინგ საიენს სვიფტის“ კარიერული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში: განახლდა და შეიქმნა 30 სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) პროგრამული უზრუნველყოფის და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით; გადაიხედა და განახლდა ყოველთვიური ტესტირების და შეფასების სისტემები; შეიქმნა ინტერნების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პლატფორმა; გადამზადდა 40 მენტორი; კარიერული აქსელერაციის პროგრამაში ამჟამად ჩართულია 50 ინტერნი, რომელთა 42% ქალია. მომდევნო ორი ბეჩის ფარგლებში, იგეგმება დამატებით 150-მდე ინტერნის მიღება. 6 თვის განმავლობაში ინტერნები გადიან ინტენსიურ გადამზადებას, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და იუმჯობესებენ როგორც ტექნიკურ, ისე რბილ უნარებს. იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და 150-ზე მეტი ინტერნი დასაქმდება კომპანიაში.

მსურველებს აპლიკაციის შევსება და გადმოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ვებ მისამართიდან - https://sweeftdigital.com/

სწავლის დროს, პროგრამის მონაწილეები იღებენ ანაზღაურებას. ახლა უკვე მეექვსე ნაკადის მიღება ცხადდება.

(R)

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის