„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენები და მეორადი საბურავები გაიტანეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის სპეცტექნიკა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ.

„სამწუხაროა, რომ მსგავსი ადგილების დასუფთავების შემდეგ, კვლავ მეორდება სამშენებლო ნარჩენისა და მეორადი საბურავების უკანონოდ განთავსების ფაქტები. ყოველდღიურად ვუხსნით მოქალაქეებს, რომ ეს კანონდარღვევაა. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფისა“ და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ვერ მოერევიან ამ პრობლემას. აღნიშნულ ტერიტორიაზეც გამკაცრდება კონტროლი და ყველა კანონდამრღვევი პირი დაჯარიმდება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება