ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ოთხი პირი კი დაშავდა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ოთხი პირი კი დაშავდა

ქობულეთში, სოფელ კოხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდები სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ და დაბრუნებისას სოფლის გზაზე ავტომობილით ხევში გადავარდნენ. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.