ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პორტთან აქციის დროს დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.
ცნობისთვის, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის უკრაინის მოქალაქეა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, აღნიშნული ბრალდებული კვლავ ოზურგეთის იზოლატორში რჩება.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციაზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც მათ დაზიანებები აღენიშნებათ.