ხობის მუნიციპალიტეტის მერი, მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდული საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სათათბირო ორგანოს წევრებმა, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ მაკა კობახიძე აირჩიეს.

შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა