ისრაელის კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შვილად აყვანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. აშდოდის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქართული წარმოშობის ბიჭი, რომელიც ისრაელში 2015 წლის დეკემბერში, დაუქორწინებელი წყვილის ოჯახში დაიბადა და ბავშვთა სახლში გაიზარდა, 2022 წლის 11 აგვისტოს, ბავშვთა შვილად აყვანის კანონის, 5741-1981, შესაბამისად, გამოცხადდა შვილად აყვანის შესაბამის კანდიდატად.
„წინამდებარე საქმის ვერდიქტი შეგიძლიათ იხილოთ იერუსალიმის ოლქის ბავშვთა დაცვის სამსახურის სამდივნოში, კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში.
მისამართი: 39 Yirmiyahu St., იერუსალიმი. ტელეფონი: 02-5085303/71 ელ. ფოსტის მისამართი: dority@molsa.gov.il და მის დედას/მამას წარედგინება მხოლოდ ვინაობის დადგენის შემდგომ.
პასუხგაუცემლობის შემთხვევაში, განაჩენი მიიჩნევა საბოლოოდ, წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან 14 დღის ვადაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)