ლევან ხაბეიშვილი - რუსულ ოცნებას სხვა მისწრაფებები აქვს - დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ვიზიტები უკავშირდება ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს

დარწმუნებული ვარ, სადაც ღარიბაშვილი ჩადის, ჩადის რუსული და ანტისახელმწიფოებრივი გეგმით - ჩვენი ქვეყანა და ხალხი აზიანოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და უპასუხა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვას.

ხაბეიშვილის თქმით, „რუსულ ოცნებას სხვა მისწრაფებები აქვს“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ვიზიტები უკავშირდება ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს და ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ და უყურებენ მათ შორის რუსი ივანიშვილის და ღარიბაშვილის კონკრეტულ მოქმედებებს“, - დასძინა მან.

ხაბეიშვილის თქმით, ევროპასა და დასავლეთში „რუსულ პარტიას მოკავშირე არ დარჩა“.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება „ტერორისტულ დაჯგუფებასთან“ არის შერწყმული.

„მეტიც, რომელი პარტიის დიდი ოჯახის წევრიც იყო, იქიდანაც გამოაპანღურეს და გამოაგდეს. არცერთი ქვეყანა აღარ პარტნიორობს რუსულ ხელისუფლებასთან. მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის, ლავროვის, პუტინის, პუტინისტის პროპაგანდისტების, კარასინის "მესიჯბოქსებს" და განცხადებებს ემთხვევა ერთი-ერთში, კობახიძე-ღარიბაშვილ-ივანიშვილის „კლანის“ განცხადებები, რაც არის დასტური, რომ სამწუხაროდ, რუსული ხელისუფლება თავიდან ბოლომდე შერწყმულია ტერორისტულ დაჯგუფებასთან - პუტინი ტერორისტია უკვე, ჰააგაში გასამართლებულია და 130-მდე მეტ ქვეყანაში არის ძებნილი. მათი [ქართული ოცნების“] რუსული მისწრაფებების შესახებ დასავლეთში და საქართველოშიც უკვე ყველას კარგად მოეხსენება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა