ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან კონფრონტაციისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს საარჩევნო ხმები მის მიერვე დამკვიდრებული ანტიდასავლური განწყობების ხარჯზე

საგარეო და საშინაო საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, ახლა როცა ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნებულია და მისი პუნქტები აქტიურად განიხილება, ჩვენც ამ თემაზე გვინდა გესაუბროთ.

არავინ დავობს, რომ ჩინეთი უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში და მასთან ეკონომიკური ურთიერთობა კარგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩინეთი ევროპას რუსეთის გავლით საქონელს ვეღარ აწვდის და საქართველო ის ქვეყანაა რომლის გავლით ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების ნაკადის ევროპაში მოხვედრას კარგი პერსპექტივა აქვს.

ვიდრე ამ ერთობლივი განცხადების დეტალებზე გადავიდოდეთ, მოდით საუბარი ზოგადი თემით დავიწყოთ. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იყო დაწყებული, რადგან ჩინეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინეთსა და საქართველოს შორის ერთობლივად გაკეთებულ განცხადებას „სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“?

- ჩინეთი, როგორც თავად აღნიშნეთ, მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი ეკონომიკა და მსხვილი საერთაშორისო აქტორია, ამიტომ, მასთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან უკვე არსებობს, რაც ქართული ბიზნესისთვის მომგებიანია. ამას გარდა, ჩინეთი საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს.

რაც შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რას გულისხმობს ჩინეთი ამ სათაურის ქვეშ. გამოქვეყნებული კომუნიკედან ჩანს, რომ ჩინეთი უპირობოდ მოითხოვს „ერთიანი ჩინეთის“ აღიარებას, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხაზგასმა დოკუმენტში არ არის.

რაც შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რას გულისხმობს ჩინეთი ამ სათაურის ქვეშ. გამოქვეყნებული კომუნიკედან ჩანს, რომ ჩინეთი უპირობოდ მოითხოვს „ერთიანი ჩინეთის“ აღიარებას, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხაზგასმა დოკუმენტში არ არის

ასევე გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა თანამშრომლობის ახალი ხარისხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩინეთის რბილ პოზიციაზე რუსეთთან. პოლიტიკურ ჭრილში ყურადსაღებია, კომუნიკეში დეკლარირებული პუნქტი: „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.

საყოველთაოდ ცნობილია, ჩინეთი ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფოა. რამდენად გამართლებულია ამგვარი განცხადებები ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნისაგან, ისიც იმ კონტექსტში, რაც აღნიშნულ ვითარებას ახლავს, ადვილად გასაგებია.

ჩინეთი ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფოა. რამდენად გამართლებულია ამგვარი განცხადებები ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე ქვეყნისაგან, ისიც იმ კონტექსტში, რაც აღნიშნულ ვითარებას ახლავს, ადვილად გასაგებია

ხელისუფლების პოზიცია ცნობილია- იტყვის, რომ საქართველოს აქვს სუვერენული გადაწყვეტილებების უფლება და იგი თავად გადაწყვეტს პარტნიორებთან დაახლოების ხარისხს და დროს. ბუნებრივია, ეს ასეა, თუმცა, რამდენად წარმატებული იქნება ესა თუ ის ნაბიჯი კონსტიტუციური მიზნის მისაღწევად, ცალკე საკითხია.

- ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულმა ერთობლივმა განცხადებამ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

გასაგებია, რომ პეკინსა და თბილისის დაახლოება არც ვაშინგტონს, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, და არც ბრიუსელს არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ.

მაგრამ, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ აშშ და ევროკავშირი ჩინეთისაგან ერთმანეთისგან ცივილიზაციურად განსხვავდებიან. ჩინეთი ერთპარტიულ ავტორიტარულ ქვეყნად რჩება, რომელსაც კარგა ხანია ღიად აქვს გაცხადებული რომ აქვს პრეტენზია იყოს ცივილიზებული სამყაროს მეორე პოლუსი.

შესაძლოა, ასეც იყო, როგორც ბევრი თვლის, რომ ჩინეთთან დაახლოება კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს დასავლეთთან“, მაგრამ, ასე ფიქრობს თუ არა თავად ჩინეთი, ან ვაშინგტონი და ბრიუსელი არ ვიცით.

საკმაოდ საინტერესოდაც კი გამოიყურება რიტორიკულად დასმული კითხვა - რატომ არ გამოუთქვამს პროტესტი ამ თემაზე აშშ-სა და ბრიუსელს.

სავარაუდოდ, რატომ არ ჰქონდა რეაქცია ჩინეთთან საქართველოს დაახლოებაზე ვაშინგტონს? განსაკუთრებით ბრიუსელს, რომლის რეკომენდაციებსაც ჯეროვნად ვერ ვასრულებთ და ევროკომისიამ წლის ბოლოს გვეტყვის მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- ვაშინგტონს არაფერი აქვს საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოსვლის საწინააღმდეგო, თუკი ეს ინვესტიციები გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ბენეფიციარისადმი პოლიტიკური პირობების წაყენების გარეშე განხორციელდება. ამ პირობების დაცვის გარეშე, ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია რუსულზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთისადმი ამგვარი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებში ორპარტიულია.

ვაშინგტონს არაფერი აქვს საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოსვლის საწინააღმდეგო, თუკი ეს ინვესტიციები გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ბენეფიციარისადმი პოლიტიკური პირობების წაყენების გარეშე განხორციელდება. ამ პირობების დაცვის გარეშე, ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია რუსულზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს

რამდენიმე წლის წინ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის მშენებლობას და რომ „ეს და სხვა პროექტები გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან ააცილებს საფრთხეს, გახდეს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს ინტერესები არ ადარდებთ“

შეერთებულ შტატებს და ჩინეთს კონფრონტაციის ფართო სპექტრი აქვთ რუსეთის მომავლიდან ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობამდე, თუმცა რეალურად ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან ახალი ტექნოლოგიების დაუფლების გარშემო უპირისპირდება. 5G ტექნოლოგიების დანერგვა, კვანტური კომპიუტერები, ნახევრადგამტარების წარმოება - ეს ის საკითხებია, რომელთა ირგვლივ თანამშრომლობაც ვაშინგტონისთვის შესაძლოა წითელი ხაზი იყოს.

უკრაინაში წარმოებული ომი რუსეთს დღითიდღე ასუსტებს. მას უკვე ზესახელმწიფოდ აღარც განიხილავენ. ეს არ ნიშნავს, რომ ის საქართველოსთვის მომაკვდინებელი საფრთხის შემცველი არ არის და მის ადგილს ორპოლუსიან სამყაროში ჩინეთი იკავებს.

ჩინეთი სამხედრო ხელმძღვანელობა განიხილავს კონცეფციას, რომლის თანახმადაც მას ექნება შესაძლებლობა მოწინააღმდეგის ბირთვულ პოტენციალზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს. ცხადია, ამ ფონზე პეკინი ვაშინგტონისთვის საფრთხის აქტორად განიხილება და ჩამოთვლილი მიმართულებებით მასთან თანამშრომლობა შეერთებული შტატებისთვის მიუღებელი იქნება.

პეკინი ვაშინგტონისთვის საფრთხის აქტორად განიხილება და ჩამოთვლილი მიმართულებებით მასთან თანამშრომლობა შეერთებული შტატებისთვის მიუღებელი იქნება

- რადგან, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პლუსებზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებზე მახვილდება ყურადღება, გვერდს ვერ აუვლით ანაკლიის პორტის თემას.

როცა ანაკლიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის პომპეუს თბილისში, დაახლოებით ასეთი ნათქვამი - „დააჩქარეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მაგრამ, „რუსებს და ჩინელებს მასში არაფერი ესაქმებათო.

ხელისუფლებამ ანაკლიის მშენებლობის თემა ბევრჯერ გადადო. როგორც ამბობენ, მისი მშენებლობით არაბები არიან დაინტერესებული, რომლებსაც რუსეთში საკონტეინერო გადაზიდვების 25% აქვთ შეძენილი. ვიცით, რომ ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის ივლისისთვის დაგეგმილი შერჩევა სექტემბრისთვის გადავადდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინელებმა ააშენონ? ანაც არაბებმა, რომელთა უკან რუსები იქნებიან? თუ ასე მოხდა, ეს სავარაუდოდ, რისი ნიშანი იყოს?

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იფლანგება სახელმწიფოს შესაძლებლობები შიდაპოლიტიკური ინტერესების გამო. ამით კი მხოლოდ საქართველო ზარალდება. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ბენეფიტებს მიიღებდა სახელმწიფო, ანაკლიის პორტი რომ დასახელებულ ვადებში აშენებულიყო.

გარდა პირდაპირი სარგებლისა, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების მძლავრი გარანტიაც იქნებოდა. სწორედ ამგვარი სტრატეგიული პროექტებია საქართველოს ინტეგრაციის და უსაფრთხოების მექანიზმი.

შესაბამისად, ანაკლიის პროექტის ჩაგდებაზე მუშაობს რუსული სტრატეგიული დაზვერვა და გულუბრყვილობა იქნებოდა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებში რუსული კვალი არ დავინახოთ.

ანაკლიის პროექტის ჩაგდებაზე მუშაობს რუსული სტრატეგიული დაზვერვა და გულუბრყვილობა იქნებოდა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებში რუსული კვალი არ დავინახოთ

რაც შეეხება მომავალ ინვესტორს, მნიშვნელოვანია იმ პრინციპების დაცვა, რაც ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას დასავლეთისთვის საინტერესოდ აქცევს, ფულის წარმომავლობა და მისი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება კი ერთ ერთი ამგვარი წინაპირობა იქნება.

- ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა გლობალურ ფინანსურ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

მხედველობაში მაქვს ჩინეთის ხელმძღვანელობით დოლარის ჰეგემონიის წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები, რომელსაც მალე ვიხილავთ. ამ პროცესში ბრიქსის ქვეყნები მონაწილეობენ. ფაქტია, რომ ეს ფინანსური წამოწყება ჩინეთის ხელში ანტიამერიკული კოალიციაა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ თუ ამ პროცესში საქართველო ჩაერთო, იგი ანტიამერიკულ მოძრაობაში ჩაერთვება. დამკვირვებელთა ნაწილს ამ პროცესის პლუსების გარდა, მინუსები უფრო ადარდებს. გასაგებია, რომ ის რაც მალე დაიწყება გლობალურ ფინანსურ სისტემაში, მხოლოდ დასაწყისია და ფინანსური სისტემების ომები მხოლოდ წინაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სავარაუდო შედეგებს?

- სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ოფიციალური თბილისის თითქმის ყველა ნაბიჯი კოლექტიურ დასავლეთთან წინააღმდეგობის ფონზე იდგმება. საქართველო ცდილობს დაიცვას სუვერენიტეტი დასავლეთთან ურთიერთობისას ანუ იქ, სადაც მას არაფერი ემუქრება და ამასობაში, სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებს დგამს, რაც სახელმწიფოს რეალურ პარტნიორებთან აცილებს და რუსეთთან აახლოებს.

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ოფიციალური თბილისის თითქმის ყველა ნაბიჯი კოლექტიურ დასავლეთთან წინააღმდეგობის ფონზე იდგმება. საქართველო ცდილობს დაიცვას სუვერენიტეტი დასავლეთთან ურთიერთობისას ანუ იქ, სადაც მას არაფერი ემუქრება და ამასობაში, სამწუხაროდ, იმ ნაბიჯებს დგამს, რაც სახელმწიფოს რეალურ პარტნიორებთან აცილებს და რუსეთთან აახლოებს

ამ ქმედებების გამართლება იმით, რომ რუსეთისადმი დათმობის ნაბიჯები თითქოსდა წინა ხელისუფლებამაც გადადგა, სანუგეშოდ არ გამოდგება. ჯერ ერთი, მაშინ კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებული იყო და თანაც, პრობლემაც სწორედ ის არის, რომ პარტიული ინტერესების დომინირების გამო გადადგმული ნაბიჯები მაშინაც და ახლაც აზიანებდა სახელმწიფოს უსაფრთხოების გარემოს.

პარტნიორებთან ურთიერთობის გართულების მიზნით მაშინაც და ახლაც რუსული დაზვერვა ახორციელებდა სტრატეგიულ ოპერაციებს, ძირგამომთხრელ საქმიანობას, რასაც ვერ ან არ ხედავდა პოლიტიზებული სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა.

იმ წლებისგან განსხვავებით, ახლა შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილია, გარემოც გაცილებით უფრო სახიფათოა, ამიტომ, უფრო მეტად დასანანია, რომ პარტნიორებთან პოზიციების დაახლოების ნაცვლად ოფიციალური თბილისის რიტორიკა სულ უფრო სცილდება მოვლენების დასავლურ აღქმას და უფრო კონფრონტაციული ხდება.

დასავლური პოლიტიკის გააქტიურების ნაცვლად საქართველო უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ავტორიტარული მმართველობის სტილის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობაზე, რითაც, თითქოს დასავლეთს მიანიშნებს, რომ ეს არის მისი საარსებო გარემო და მისგან დემოკრატიის, კარგი მმართველობის მოთხოვნა შეუსრულებელი მისიაა.

დასავლური პოლიტიკის გააქტიურების ნაცვლად საქართველო უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ავტორიტარული მმართველობის სტილის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობაზე, რითაც, თითქოს დასავლეთს მიანიშნებს, რომ ეს არის მისი საარსებო გარემო და მისგან დემოკრატიის, კარგი მმართველობის მოთხოვნა შეუსრულებელი მისიაა

არადა, ჩვენს რეგიონში დემოკრატიის კონსოლიდაცია დასავლური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება და საქართველოს მოსახლეობისთვისაც დასავლური ყაიდის დემოკრატიული მოწყობა საუკეთესო ფორმაციაა.

- რუსი ტურისტების, რუსეთის დეზერტირი მოქალაქეების საქართველოში დაფუძნება-დამკვიდრების, მათ მიერ სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში მონაწილეობის თემაზე ახლა ბევრი საუბრობს. ვიცი, რომ ეს ცალკე საუბრის თემაცაა, მაგრამ, გვერდს ვერ აუვლით საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებულ დიდი ხმაურს.

ამ თემაზე მსჯელობისას სულ უფრო გაუგებარია ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება იმ რუსი ტურისტების მიმართ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში მხარს უჭერს და კრემლის პროპაგანდისტად ითვლება.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბათუმში საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლასთან დაკავშირებული ბათუმელების და არა მარტო მათი პროტესტი, ზოგადად, რუსი ტურისტების გამო გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის კრემლის პროპაგანდისტებს წინააღმდეგ იყო მიმართული.

ასეთ ფონზე, ხელისუფლების მხარდამჭერების მტკიცება, რომ ლაინერის შემოუსვლელობით ტურისტულმა ბიზნესმა შემოსავლები დაკარგა, უადგილოც კია.

თქვენ როგორ შეაფასებდით საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებით ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას და მასზე ხელისუფლების რეაქციას?

- რუსულ ექსპანსიას საქართველოში ყოველთვის მოჰყვება მსგავსი რეაქცია და ეს გასაგებიცაა. რეალურია, ოკუპანტი ქვეყნის ტურისტი, რომელიც ისევ მისი იმპერიის შემადგენელ ნაწილად მიგიჩნევს, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს ქვეყანაში, რომელთანაც ომი დასრულებულიც კი არ არის და ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობაში იმყოფება?

აფხაზეთში განხორციელებულ გენოციდზე რომ არაფერი ვთქვათ, თხუთმეტი წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიას საქართველოში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მკვლელობები და გატაცებები დღესაც გრძელდება, ასიათასობით ადამიანია იძულებით გადაადგილებული საკუთარ სამშობლოში, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილებში კი რუსეთის ხელდასხმით, ფაქტობრივად აპართეიდული რეჟიმია დამყარებული.

ამ ფონზე, პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ნებას გამოხატავს, აცხადებდეს, რომ რუს მიგრანტებთან ან თუნდაც ტურისტებთან არამეგობრული განწყობა „ქაჯობაა“, საქართველოს მოსახლეობისთვის დამამცირებელია.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან კონფრონტაციისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს საარჩევნო ხმები მის მიერვე დამკვიდრებული ანტიდასავლური განწყობების ხარჯზე

ხოლო თუ ეს განცხადება რეალურ განწყობებს ასახავს, მაშინ საქართველოს სუვერენიტეტისგან არაფერი დარჩენილა და ხელისუფლებამ ამაზე უნდა აგოს პასუხი, რატომ ვერ მოახერხა მოსახლეობის და სუვერენიტეტის დაცვა რუსული რბილი ძალისგან.

უფრო მეტიც, სწორედ ზემოჩამოთვლილ ფაქტორებზე ამახვილებდა ყურადღებას აშშ-ის ელჩი, როდესაც მას მმართველმა პარტიამ მოუწოდა, არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარტნიორებთან კონფრონტაციისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს საარჩევნო ხმები მის მიერვე დამკვიდრებული ანტიდასავლური განწყობების ხარჯზე.

- შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საკრუიზო ლაინერით კრემლის პროპაგანდისტების შემოშვება-არშემოშვების თემა, მათთვის, ვინ საქართველოს მიმართ პოლიტიკას განსაზღვრავს, მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ მცირე კალიბრის კრემლის პროპაგანდისტები ჩავიდოდნენ ბათუმში, შესაძლოა, შემდეგ ჯერზე უფრო დიდი კალიბრის კრემლის პროპაგანდისტები - სოლოვიოვი, მარგარიტა სიმონიანი, სკაბეევა და სხვებიც ჩამოსულიყვნენ.

ასე, შესაძლოა. იმის გამო მომხდარიყო, რომ ხელისუფლება საქართველოში პუტინის ოპონენტებს არ უშვებს, მაგრამ პროპაგანდისტებს და როგორც ამბობენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში დასასვენებლად არ უშვებენ, ისინი თავისუფლად შემოდიან.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ ლაინერით მცირე ზომის კრემლი პროპაგანდისტები შემოვიდოდნენ, შემდეგ, არაა გამორიცხული საქართველოში სოლოვიოვი, სიმონიანი, სკაბეევა და თინა კანდელაკის გვეხილა?

- ჩამოთვლილი ადამიანებიდან არც ერთი არ წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესო ფიგურას და მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები არიან. შესაბამისად, მათი ჩამოსვლა-წასვლა დიდად საინტერესო არც უნდა იყოს.

ჩემთვის გაცილებით უფრო საგანგაშო და სახიფათო ის გარემოებაა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები ფაქტობრივად აღარ განსხვავდება ამ ადამიანების მიერ გაჟღერებული კრემლის მესიჯ-ბოქსისაგან, რის გამოც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში კონფრონტაციული რიტორიკა უფრო სჭარბობს, ვიდრე ამ ფეთქებადსაშიშ გარემოში უსაფრთხოების ქოლგის მოდელებზე თანამშრომლობა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს