ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე თავდასხმაზე - მსოფლიომ უნდა უპასუხოს - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის საწყობების დაბომბვაზე რეაგირება მოახდინონ.

„ომის კიდევ ერთი ღამე, ჩვენი გმირი საჰაერო თავდაცვის ძალების შრომის კიდევ ერთი ღამე. ჩვენ ვიცავთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ძალების მაქსიმუმით. ჩამოგდებულია ბევრი „შაჰედი“. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. სამწუხაროდ, არის დაზიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი - ქვეყნის სამხრეთით", - წერს ზელენსკი "ტელეგრამზე".

მისი თქმით, რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, უნდა შეაჩერონ.

"რუსი ტერორისტები კვლავ ესხმიან თავს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როდესაც სამიზნე სამოქალაქო პორტებია, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსა კი, ეს საფრთხეა ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება