საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების უნიკალური სამაგისტრო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უახლესი შეთავაზებაა მაგისტრანტებისთვის. პროგრამა BTU-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და სხვა მომიჯნავე საკითხების გარშემო, სისტემური ცოდნა აქვთ, კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ წარმატებით იმუშაონ უსაფრთხოების სექტორში.
სამაგისტრო პროგრამა შემდეგ სასწავლო კომპონენტებს აერთიანებს:
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.
პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიურ სფეროში ან კერძო სექტორში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.
პროგრამა აკრედიტებულია და მას უმაღლესი შეფასებები აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება მოხდება. სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. პროგრამის ღირებულება 2250 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია სწავლის სრული დაფინანსების მოპოვება სახელმწიფოს მხრიდან.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
(R)