სელფი მობაილის დირექტორი - 5 G აუქციონთან დაკავშირებით COMCOM-ის მოთხოვნები ჩვენთვის მისაღებია

„სელფი მობაილი“ ახალ მე-5 თაობის ტექნოლოგიას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულებით დაგეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა განაცხადა.

ვასილ ბერიშვილის განცხადებით, COMCOM-ის მიერ 5 G აუქციონთან დაკავშირებით არსებული პირობები ადეკვატური და მათი კომპანიისთვის მისაღებია.

„საქართველოში გვაქვს ე.წ. ტექნოლოგოური ნეიტრალიტეტი, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი სიხშირე რამდენიმე ტექნოლოგიაზე გამოვიყენოთ, შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე სიხშირეზე შევიტანეთ განაცხადი. ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას 5G-ის აუქციონში. ჩვენი კონკურენტების განცხადებებში ორივე კომპანიამ განაცხადა რომ მობილური ვირტუალური ოპერატორების მოწინააღმდეგე არცერთი არ არის, ჩვენც ვეთანხმებით მათ ამ პოზიციას, შესაბამისად,ჩვენთვის ეს არ იყო დამაბრკოლებელი ფაქტორი, შესაბამისად, შევედით განაცხადით და ველოდებით აუქციონის თარიღს რომ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციების კომისიასთან მიმოწერა, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ ნაწილი იყო გათვალისწინებული, ნაწილი - არ იყო, ეს ნორმალური პროცესია, როცა ასეთი აუქციონი ცხადდება. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა მეტი გათვალისწინებული ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ჩვენი სტრატეგია რაც გვაქვს სამომავლოდ იმის შესასრულებლად ეს მოთხოვნები ადეკვატურია. ჩვენ შევედით აუქციონში, რომელიც ვირტუალური მობილური ოპერატორის დაშვების ვალდებულებას ითვალისწინებს, რეალურად ჩვენ მივესალმებით ვირტუალურ ოპერატორებს, შესაბამისად ორჯერ ძვირის გადახდა არ გვიღირდა ჩვენი სტრატეგიის მიხედვით“, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.

ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად