გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მისასვლელი გზისა და ქალაქ დმანისში კოსტავას ქუჩის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მისასვლელი გზისა და ქალაქ დმანისში კოსტავას ქუჩის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლების: უსეინქენდის, მამიშლარის, პირველი და მეორე სალამალეიქის მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია, ქალაქ დმანისის კოსტავას ქუჩის პროექტის დასრულების შემდგომ კი გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და სანიაღვრე სისტემა.

„გზების სრული რეაბილიტაციის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მისი სრული ღირებულება შეადგენს 2 139 586 ლარს.

პროექტები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს