ბიბლუსი ჯგუფმა სლოვენიაში XS ის მეორე ფლაგმანი ფილიალი გახსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა“ სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში XS Igrace-ის (XS Toys) რიგით მეორე ფლაგმანი მაღაზია გახსნა. მაღაზია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში BTC – CITY PARK-ში მდებარეობს.

ჯგუფმა პირველი წარმატებული მაღაზია სლოვენიაში გასული წლის დეკემბერში ქალაქ სელიეში გახსნა. „ბიბლუსი ჯგუფის“ გლობალური განვითარების სტრატეგია ქვეყანაში ეტაპობრივად 10-მდე ფილიალის გახსნას და სათამაშოების ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ პოზიციონირებას მოიაზრებს.

ჯგუფის გლობალური განვითარების ხედვა მხოლოდ სლოვენიაში შესვლით არ ამოიწურება და ევროპის ბაზარზე უახლოეს მომავალში ხორვატიის ბაზრის ათვისებაც იგეგმება.

მათივე განმარტებით, საზღვარგარეთ გაფართოების ფარგლებში იხსნება 100%-ით ქართული კომპანიები, რომლებიც სრულად თბილისის ოფისიდან იმართება.

XS Toys მომხმარებლებს სლოვენიაში, ისევე როგორც საქართველოში უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქციას სთავაზობს. მისი პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

(R)

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის