ევროკავშირის გადაწყვეტილებით, BTU უხელმძღვანელებს Erasmus+ის ერთ-ერთ უმსხვილეს, ინოვაციურ ინსტიტუციური განვითარების პროექტს განახლებადი ენერგიების მიმართულებით

3E-Partnership პროექტი მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახლებადი ენერგიების, ენერგო ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის გენერირებას.

პროექტს განახორციელებენ წამყვანი ევროპული, ქართული, უკრაინული და აზერბაიჯანული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციები და ორგანიზაციები და შექმნიან ძლიერ პარტნიორულ ქსელს, რომელიც მიმართული იქნება აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და გავრცელებისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ასევე, მათი პოტენციალის გაძლიერებისკენ ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობისთვის მიმართულებით. Ადამიანური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ინსტიტუციური ერთეულების/ლაბორატორიების განვითარება პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

პროექტის კოორდინატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), რომელიც ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია), მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია), ლა კორუნიას უნივერსიტეტისა (ესპანეთი) და უკრაინული, აზერბაიჯანული და ქართული ინსტიტუციების ჩართულობით განახორციელებს 3 წლიან მასშტაბურ პროექტს.

ენერგოეფექტურობა და მდგრადი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და უკრაინისთვის გამოიწვევს ენერგიის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და გადასვლას სუფთა, დაბალი ნახშირბადის შემცველობასა და უსაფრთხო სისტემებზე.

3E-Partnership Პროექტი პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის REpowerEU გეგმას, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

Აღსანიშნავია, ისიც, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს 100-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გრანტის მართვის და 20-მდე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მწავალწლიანი მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება