ამბროლაური საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საჭადრაკო ფესტივალს ,,რაჭა 2023“ მასპინძლობს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი 155 მოჭადრაკე ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინოს და ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მიიღოს.

მათივე ცნობით, ტურნირის მსაჯები საერთაშორისო არბიტრები, ალექსანდრე არსანიძე და ინგა კიკვიძე არიან.

„ფესტივალის გახსნას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მეიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასლან საგანელიძესთან და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი მახათაძესთან ერთად დაესწრო.

ტურნირი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ქალაქ ამბროლაურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა