თელავის მერი ოლიმპიურ ჩემპიონ მერაბ სამადაშვილს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ოლიმპიურ ჩემპიონს, მერაბ სამადაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერმა ახალგაზრდა ძიუდოისტს გამარჯვება მიულოცა, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

“დღეს პირადად გავიცანი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი. მერაბ სამადაშვილმა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე არა მხოლოდ მისი მშობლიური მხარე, არამედ მთელი საქართველო ასახელა მიღწეული შედეგით. სპორტსმენს მადლობა გადავუხადეთ და შემდგომი წარმატებები ვუსურვეთ. დარწმუნებული ვარ, მერაბ სამადაშვილი კიდევ არაერთიი წარმატებით გვასახელებს მომავალში და ბევრი პატარა სპორტსმენისთვის იქნება სამაგალითო.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვაა სპორტულ ცხოვრებაში, ამისათვის კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სპორტული გაერთიანებების აქტიურ ფუნქციონირებას, შენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თამარ ზაზანაშვილი, ააიპ "ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის" ხელმძღვანელი ზაქარია კევლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ მარიბორში ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 55 კგ წონით კატეგორიაში მერაბ სამადაშვილი იცავდა. წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მან ოქროს მედალი და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს