კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის ცაზე მტრის "კამიკაძე" დრონები დააფიქსირეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე არსებობს.

"ყურადღება! უპილოტო საფრენი აპარატი საფრთხეს უქმნის დედაქალაქს! გადადით თავშესაფრებში!" - განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა ამუშავდა.

"საჰაერო განგაში გრძელდება! ოლქში, კიევის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა მუშაობს. იყავით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - განაცხადა სერგეი პოპკომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა