ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2023

მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობის ახალი ტალღა რუსეთსა და საქართველოს შორის - “თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”

ჩაანაცვლებს თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი

რატომ ეპატიჟება ბჟანია „ასტორია გრანდეს“ ოკუპირებულ აფხაზეთში

* * *

მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობის ახალი ტალღა რუსეთსა და საქართველოს შორის - “თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”

“საქართველოში ანტირუსულ პროტესტს კრემლისგან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, განცხადებები ორაზროვანი და მუქარანარევია. საკითხზე, რამდენად შეიძლება დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა გემების ინციდენტების გამო და რამდენად აწყობს ეს თავად რუსეთს, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან, გააჩნია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის “თავში როგორი კონფიგურაცია დალაგდება”, იმ გაგებით, რომ საიდან ჩათვლის, რომ მას მეტი ხეირი ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობის ახალი ტალღა რუსეთსა და საქართველოს შორის - “თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”.

“ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან სიტუაციას ახლა არ დაძაბავს, რადგან თბილისთან კარგი ურთიერთობები სჭირდება და მსოფლიოში იმის დემონსტრირება, რომ “რუსეთისთვის საქართველო წარმატებული პოლიტიკის შედეგია. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, კრემლისგან არაფერია გამოსარიცხი და თუ დასჭირდა ქვეყანაში დაძაბულობას შემოიტანს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით არსებული პრორუსული ძალების მეშვეობით და თუ ეს არ ეყო, თბილისიდან 40 კმ-ში საოკუპაციო ხაზთან მდგომ “ტანკებს დაქოქავს”. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები სჭირდება სადემონტრაციოდ და ამას არ გააფუჭებს ამ ხელისუფლების პირობებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრას დიდი ტვინის ჭყლეტვა მოჰყვა, სამხედრო და პოლიტიკურ ექსპერტებს ზუსტად ეს კითხვა აწუხებდათ - რუსეთს უკრაინაში ასეთი ძალადობრივი შეჭრა რაში აწყობდა და ეს კითხვა დღემდე უპასუხოა. რუსეთის პირველი პირის თავში როგორი კონფიგურაცია დალაგდება, ძნელი სათქმელია. კონფიგურაცია იმ გაგებით, რომ საიდან ჩათვლის, რომ მას მეტი ხეირი ექნება. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თუ გაიმარჯვებს, მერე ჩვენც მოგვადგებაო, რაც არა მგონია დამაჯერებელი იყოს იმიტომ, რომ თუ დამარცხდება, მაშინაც მოგვადგება, რომ მარცხის კომპენსაცია მოახდინოს. ასე რომ, პუტინის ტვინის რომელი ხვეული აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ძნელი სათქმელია. გამორიცხული არაფერია, რადგან რუსეთის სახელწიფო სათათბიროში ხმები ისმის, რომ შეურაცხყოფის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, მათ შორის ქართველებსო და დასავლეთისკენ ვინც მიდის, ყველას გზა უნდა გადავუღობოთო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ღარიბაშვილი ძალიან ენერგიულად კი გააკრიტიკეს, როცა თქვა, რომ ნატოსკენ უკრაინის სწრაფვა რუსეთის შეჭრის მიზეზი იყოო, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ნერვებზე შლის იმ ნებისმიერი ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა, სადაც მიაჩნია, რომ მას რაღაც უფლებები აქვს. მერე საბაბი რა იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. არაა გამორიცხული, რომ შიდა პოლიტიკური ძალებით ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, ისინი პრინციპში სიტუაციას უკვე ძაბავენ, რაც უკვე იმას გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი რაღაცას ცდილობს. თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, აგერ ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”,- დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები სჭირდება და მსოფლიოში იმის დემონსტრირება, რომ აი, 2008 წელს მასთან ომი მქონდა და დღეს როგორი მოქნილი და აბრეშუმისაა და ჩემს პოლიტიკას როგორ ერგება, რუსეთისთვის საქართველო წარმატებული პოლიტიკის შედეგია. ამიტომ, გემების გამო ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბება. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ გამოხატული პრორუსული პოზიცია დაიკავა - ქაჯები უწოდა იმ ხალხს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის აქციებში მონაწილე ადამიანები დააპატიმრა. რუსეთი კმაყოფილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ბოლომდე რუსეთის ინტერესების რეალიზატორი იყოს. რუსები ბედნიერები არიან, რომ საზოგადოება “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს და ესე გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ ახლა საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობები დაალაგა, ანუ დასავლეთს და საკუთარ კონსტიტუციას პირდაპირ ზურგს აქცევს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კონსტიტუციაში ევროკავშირი და ნატო გიწერია და ამ დროს, რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე ჩინეთთან ამყარებ ურთიერთობებს, რაც დამაფიქრებელია. ამ ფონზე, რუსეთს აწყობს საქართველოში რაც ხდება და ვითარება არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბება. მას ბათუმში გემის შემოსვლით უნდოდა დაეფიქსირებინა, რომ საქართველოს მოსახლეობაც კი ჩემიაო, მაგრამ ვერ დააფიქსირა. ეს რა თქმა უნდა არ ესიამოვნა, მაგრამ მთავარია, რომ “ქართული ოცნება” შეამოწმა და გამოცდა ჩაუტარა, “ოცნებამ” კი ბრწყინვალედ ჩააბარა და რუსეთის თვალში დაადასტურა, რომ მისი ერთგული მსახურია. განცხადებების იქით სიტუაცია არ დაიძაბება, რუსეთი ბედნიერია. მისთვის მთავარია, რომ საქართველო ახლა ევროკავშირსა და ნატოში არ მიდიოდეს, ის კი ცალსახად არ მიდის. რუსეთისთვის მთავარი ამოცანა კი ესაა და ძალიან კმაყოფილია”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

ჩაანაცვლებს თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი

“ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება “ახალი ტაქტიკით” დაიწყო - “ნაციონალურმა მოძრაობამ” ძველი წევრები შემოიკრიბა. რას მოუტანს ენმ-ს ძველი წევრების დაბრუნება - ანალიტიკოსთა ვარაუდით, ეს პროცესი დადებითად არ აისახება პარტიის ელექტორატის მატების თვალსაზრისით. ძველი წევრების დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ თავად პარტიის შიგნით. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “სტარტეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებას ხელოვნურს უწოდებს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” “სტრატეგიის” მისვლა არაფერს მოუტანს, გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” აქტივისტები სიის გარეთ დარჩება, სიაში მოხვდებიან სტრატეგიის წარმომდგენელები - მანჯაგალაძე, ჩიხლაძე, თაკო ჩარკიანი”... გიორგი ვაშაძეს კი 2024 წლის არჩევნებამდე უფრო დიდი გეგმები აქვს, იგი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას აანონსებს და მზად არის ამ კაბინეტს სათავეში ჩაუდგეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაანაცვლებს თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთიანი ლიდერი.

“ოცნებაში” აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი “ნაცმოძრაობისთვის” და რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში მმართველ პარტიას მოუწევს ქვეყნის მართვა. “ვაშაძემ იცის, რომ რეალობაში კაბინეტს ვერასდროს შექმნის. საინტერესოა მინისტრები ვინ ეყოლება. ეს ადამიანები შორს არიან ევროპული სტანდარტებისგან, ვინაიდან აწამეს, დახოცეს ადამიანები და დღემდე ამ სისხლში აქვთ, მათ შორის ვაშაძეს, ხელი გასვრილი. რა ჩრდილოვანი კაბინეტი უნდა შექმნას, ისე თუ შექმნიან და საზოგადოებას გააცნობენ თავიანთ გეგმებს ყველა მიმართულებით, ურიგო არ იქნება”, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. პარტია “ოცნების” დავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, საზოგადოებისთვის მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩაანაცვლებს, თუ არა ვაშაძე ხაბეიშვილს, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, რადგან, მათი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ყველას ლიდერობა და პრემიერ- მინისტრობა სურს, მაგრამ ამომრჩევლის დაინტერესებას ვერ ახერხებენ, მთელი პოლიტიკა დაპირისპირაბაზე აქვთ აგებული ექსპერტი პეტრე მამრაძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ში განხეთქილება, სწორედ საარჩევნო სიების შედგენის დროს მოხდეს. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობას” ვერანაირი გადაჯგუფება ვეღარ უშველის და განწირულია მარცხისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“ნაცმოძრაობის” ბირთვული ამომრჩევლისთვის არც ხაბეიშვილი და არც ვაშაძე არც ერთი არ არის ქარიზმატული ლიდერი. ამიტომ ყვირის ხაბეიშვილი ლაზიკას სააკაშვილთან ერთად ავაშენებო. ამით სიგნალს უგზავნის მიშას ამომრჩეველს - მე მიშას კაცი ვარ; მე და მიშა ერთად ვართო. ეს ლაზიკას აშენებს. ვაშაძე ჩრდილოვან კაბინეტს ქმნის, მაგრამ ვისზე შეჩერდება არჩევანი, ეს არც “ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტია და არც ვაშაძე- ხაბეიშვილის. ამას გადაწყვეტს კეზერაშვილი- მერაბიშვილი. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, შიგნით, სიების განაწილების დროს იქნება დაპირისპირება. თავის დროზე სიების საკითხს მართავდა მხოლოდ სააკაშვილი, დანარჩენები ემორჩილებოდნენ. 2020 წელს “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომარად კიკაბიძე ჩაწერეს. “ნაციონალური მოძრაობა” რაიმე არსებით როლს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ შეასრულებს. პერფორმანსების მოწყობა, კიბეებზე გორიალი, პოლიციელების შეურაცხყოფა - ეს რჩება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“გახსოვთ ვაშაძე აშშ-დან რომ დაბრუნდა, თქვა, რომ გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. მერე იყო 7-8 მარტის გამოსვლები, სადაც აქციის მონაწილეებმა ვაშაძე გამოაბუნძულეს. ამიტომ, ვინ ვის ჩაანაცვლებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე უბადრუკი და უსახური არარაობები არიან, ხაბეიშვილიც და ვაშაძეც; პოლიტიკური მასხარები; კონკურესი თუ გამოცხადდება საუკეთესო მასხარების გამოსავლენად, პირველობას არავის დაუთმობენ. ვაშაძეს და ხაბეიშვილს ხმას მისი ოჯახის წევრებიც არ აძლევენ, ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო ობრო ბუჯგუმ და ეს კაცი ფიქრობს პრემიერ-მინისტრობაზე. ძალიან კარგი გასართობი გველოდება შემოდგომაზე; გავხალისდებით ხაბეიშვილისა და ჭიჭიკო ვაშაძის ორთაბრძოლებით” - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

რატომ ეპატიჟება ბჟანია „ასტორია გრანდეს“ ოკუპირებულ აფხაზეთში

“დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ საკრუიზო “ასტორია გრანდეს” ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟება და აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ბათუმის მსგავსად არ დახვდებიან და “თბილად მიიღებენ”. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ესაა კრემლისგან ნაკარნახევი გზავნილი, რომელიც მიმართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ქართველი ხალხისკენ. “რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება”, - განაცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა ტასს-თან. ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული ”არამეგობრული აქციის” შესახებ კომენტირებისას განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ეპატიჟება ბჟანია „ასტორია გრანდეს“ ოკუპირებულ აფხაზეთში.

“სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს “ასტორია გრანდეს” ტიპის გემები. სიხარულით გიწვევთ ჩვენთან, აფხაზეთში და გპირდებით, რომ რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით თბილად მივიღებთ. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, ადგილი “ასტორია გრანდესთვისაც” მოიძებნება”, - აღნიშნა ბჟანიამ. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რადგან ბჟანიას აქცენტი აქვს ე.წ. არამეგობრულ აქციაზე, ეს განცხადება კრემლის ნაკარნახევია და გზავნილია, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, რომ სანქციების ფონზე რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუმციროს და ახლა ბჟანია ერთგულებას უმტკიცებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოთა კავშირში სააგიტაციო ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ასე დადიოდნენ და “როსპოტრებნაზორმა” ეს სტილი აღადგინა, “ასტორია გრანდეზეც” მსგავსი 800-კაციანი ჯგუფი იყო, რომლებიც სწორედ სააგიტაციოდ იყვნენ შერჩეულები. მათ გარკვეული დავალება ჰქონდათ, რომ საქართველოსა და თურქეთში რუსული პროპაგანდული საქმიანობა განეხორციელებინათ და ეს ტური ერთგვარი სასინჯი მოთელვა იყო. ისინი საქართველოში შეგნებულად შემოვიდნენ და ხალხის რეაქციები მოსინჯეს. მათ ბჟანიას მიწვევა ისედაც არ სჭირდებათ. ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის 40% ისედაც რუსების ხელშია, ე.წ. უვიზო მიმოსვლა აქვთ და დაპატიჟება არ სჭირდებათ. ეს განცხადება კრემლისგანაა ნაკარნახევი და ბჟანიამ პოლიტიკური გზავნილის ვარიანტში გააკეთა, შესაძლოა ეს აღვიქვათ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ქართველი ხალხის მიმართ არაპირდაპირი მესიჯი. რუსები ცდილობენ, რომ რბილი ძალა შემოიყვანონ და თბილისსა და აფხაზეთს შორის ე.წ. მეხანძრის როლი ითამაშონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ჩემი ინფორმაციით, “ასტორია გრანდე” სეიშელის კუნძულებზე, ანუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იყო დარეგისტრირებული, რომელიც თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. ასეთი ტიპის კრუიზით შემოსვლა, რა თქმა უნდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურის ეგიდით განხორციელებული აქცია იყო. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, დე ფაქტო სოხუმის პორტს შეუძლია, რომ ასეთი გემები მიიღოს. მით უმეტეს, სოხუმის პორტისა და ბაბუშერას აეროპორტისთვის სერიოზული რუსული ფული იდება. აფხაზები ისე დახვდებიან, როგორც ახლა რუს ტურისტებს ხვდებიან, ამაზე მგონი პრობლემა არ იქნება. ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების მერე, ახლა რუსები აფხაზეთს მოაწყდნენ. ასეთი ტიპის გემების შემოსვლას კიდევ უნდა ველოდოთ, რადგან რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებში იყო საუბარი, რომ ბათუმის აქციაზე იმაზე ცოტა ხალხი იყო, ვიდრე რუსულ გემზე იყვნენო. თბილისის აქციაზეც თქვეს, რომ ოცი კაციც არ იქნებოდაო და ეს ქართველი ხალხის პოზიცია არ არისო” ,- დასძენს ვახტანგ მაისაია.

“ბჟანია რუსეთს ერთგულებას უმტკიცებს. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა დაფინანსება, რომ შეგვიწყვიტოს მერე რას ვაკეთებთო, ამის ალტერნატივა უნდა გვქონდეს, ამიტომაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელიაო. ეს შესაძლოა წამოცდენა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთს რუსეთიდან დაფინანსება უმცირდება. არაა გამორიცხული, რომ ეკონომიკური სანქციების ფონზე, ეს კიდევ უფრო შემცირდეს, ამიტომაც ბჟანიას სურს, რომ რუსი ტურისტები რაც შეიძლება მიიზიდოს. სოცქსელებში რამდენიმე ვიდეოა, აფხაზეთში რუს ტურისტებს როგორ ექცევიან, იქ მკვლელობაც კი მოხდა. აფხაზურ საზოგადოებაში რუსების მიმართ უკმაყოფილება იზრდება, ბჟანია კი იძულებულია, რომ რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე წავიდეს და ახლაც ერთგულება დაუდასტურა. თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, ისინი ასევე ვერ მიდიან ოკუპირებულ ყირიმში და უფრო ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწყდნენ”, - მიიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის