უძრავი ქონების ლიდერი კომპანია „ლისი დეველოპმენტი“, ახალი საკურორტო უბნის- ბუკნარის განვითარებას იწყებს, რომელიც სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს მოიცავს.
საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა შემუშავებულია ლისი დეველოპმენტისა და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიების თანამშრომლობით.
უბანი მდებარებს ბუკნარში, რომელიც უნიკალური ლოკაციაა ზღვასა და მთას შორის, გამორჩეული სუბტროპიკული კლიმატით, ბათუმიდან 7 წუთში.
პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 15 სართულიან შენობას, რომელიც მოიცავს აპარტამენტებს და სასტუმროს, ასევე საცურაო აუზს, სპორტულ მოედანს, რესტორნებს და კაფე-ბარს.
სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტებიდან იშლება პანორამული ხედები ზღვაზე და მთაზე. მომხმარებელს საშუალება აქვთ ისარგებლონ პრივატული სანაპირო ზოლით აპარტამენტებიდან 10 მეტრში. აპარტამენტები ბარდება Turn Key კონდიციაში - სრული რემონტით, ავეჯით და სამზარეულოთი.
ისევე როგორც ყველა სხვა პროექტში, კომპანია ლისი დეველოპმენტმა პროექტის საწყის ეტაპზევე შექმნა უბნის განაშენიანების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება პროექტის განვითარება.
„ლისი დეველოპმენტი ბუკნარის პროექტით რეგიონში შექმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს. წლების განმავლობაში დაგროვილმა საერთაშორისო გამოცდილებამ და არა ერთმა წარმატებულმა პროექტმა ქვეყნის მასშტაბით, გააჩინა ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა ზღვისპირა სწორი განაშენიანების ეტალონი- ახალი საკუორტო უბანი. პროცესში ჩართული გვყავს ბრიტანული წამყვანი არქიტექტურული კომპანიები, WATG და Architects of Invention. WATG-ს 70 წლიანი არსებობის ისტორია აქვს და მრავალი ათწლეულია ქმნის პროექტებს როგორებიცაა: რიც კარლტონის სასტუმროები, კომპლექსი „ატლანტისი“ დუბაიში და სხვა. Architects of Invention-ს კი ეკუთვნის ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა: მემინგების ბაღები, „ლისი გარდენ ჰაუსი“, „მწვანე ქალაქში ლისზე“ და სხვა“ აცხადებს კომპანია ლისი დეველოპმენტის დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი.
ინფორმაციისთვის, ბუკნარი, კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ პირველი პროექტია შავ ზღვაზე. კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე ათი წელია, რაც ლიდერობს და თავისი მწვანე და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს როგორებიცაა: საცხოვრებელი კომპლექსში თბილისში - მწვანე ქალაქი ლისზე, და პროექტი კურორტი კოხტა-მიტარბი.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომპანიამ პირველმა დაამკვიდრა უნიკალური კონცეფცია-80/20, რაც გულისხმობს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.
კომპანია 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია. წელს, პროექტი "მწვანე ქალაქი ლისზე“ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის - FIABCI-ს მსოფლიო დაჯილდოებაზე გენერალური გეგმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა.
კომპანია უკვე 11 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უძრავი ქონების დაჯილდოება International Property Awards-ზე ევროპის კონტინენტზე სხვადასხვა პრიზის მფლობელია.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"