ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოციალურ პროგრამებს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების საკურორტო მომსახურეობის ქვეპროგრამა დაემატა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოციალურ პროგრამებს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების საკურორტო მომსახურეობის ქვეპროგრამა დაემატა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში 96 ბენეფიციარია დარეგისტრირებული და ამ დროისათვის საკურორტო მომსახურებით 20-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ქვეპროგრამა 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის წელიწადში ერთხელ საკურორტო მომსახურებისთვის 800-ლარიანი ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს.

საკურორტო მომსახურება მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს.

ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა