გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირი სოფელ ვარიანის მკვიდრი 85 წლის მამაკაცია. იგი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შემთხვევა ვარიანის შესასვლელში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული მამაკაცი ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.