EBRD-მა ხელი შეუწყო „საქართველოს კაპიტალის" $150 მლნ ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოცემას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ყველაზე მასშტაბურ ადგილობრივ ობლიგაციებში $25 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, - ინფორმაციას EBRD ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრანზაქცია სტრატეგიულ კლიენტთან ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ამასთან, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების (SLB) განთავსება ყველაზე მასშტაბურია საქართველოში და პირველი კავკასიის რეგიონში.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებს კაპიტალის ბაზრების განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. ბანკმა მონაწილეობა მიიღო სს „საქართველოს კაპიტალის" (GCAP) ქვეყანაში და რეგიონში პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების (SLB) გამოცემაში. EBRD-მა $25 მლნ ოდენობის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 150 მლნ ღირებულების ობლიგაციებში.

შემოსული თანხა მოხმარდება GCAP-ს ევრობონდების რეფინანსირებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის საინვესტიციო პოტენციალს და გააძლიერებს მისი კაპიტალის მართვის შესაძლებლობებს. ტრანზაქცია თანხვედრაშია როგორც SLB ჩარჩოსთან, ასევე GCAP-ის გარემოსდაცვით ამბიციებთან: ტრანზაქციის ფარგლებში კომპანია აპირებს 2027 წლის ბოლომდე ნახშირორჟანგი ემისიების 20%-ით შემცირებას.

ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული, 5 წლიანი ვადით. მისი შემოსავლიანობა 8.5%-იანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით არის განსაზღვრული და გამოცემულია 2023 წლის 3 აგვისტოს. ემისია თანხვედრაშია „საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის" (ICMA) SLB პრინციპებთან. ობლიგაციების განთავსება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ემისიას მხარი დაუჭირეს პარტნიორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა.

EBRD-ს და GCAP-ს ხანგრძლივი და ახლო თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის 2018 წელს პირველი ევრობონდების გამოცემაა.

GCAP-ი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, რომელიც შვილობილი კომპანიებით წარმოდგენილია მთელ რიგ სექტორებში. კომპანია აქტიურია ჯანდაცვის, სააფთიაქო, დაზღვევის, განახლებადი ენერგიის და სხვა სექტორებში. აღსანიშნავია რომ GCAP-ი ერთადერთი ქართული არასაბანკო ორგანიზაციაა რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

EBRD-მა საქართველოში დღემდე თითქმის 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 286 პროექტის ფარგლებში, რომელთა 82 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება