გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ქრისტინე კობახიძის ინფორმაციით, რაჭაში, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მყოფი დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქრისტინე კობახიძემ განუცხადა, ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.

„შოვში ვერტმფრენი წუთი-წუთზე დაჯდება, შემდეგ უკვე სამაშველო ოპერაცია დაიწყება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. [მეწყრულ ზონაში მყოფი] რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა და მათ ვერტმფრენისთვის ლოკაციები გავაგზავნინე. „სანსეტ შოვის“ დამსვენებლები და სასტუმროში მომუშავე დაახლოებით 40 ადამიანია და დამატებით კიდევ რამდენი ადამიანია ვერ გეტყვით. ეს ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები არიან. დეტალურად ვერაფერს გეუბნებით“, - განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს