წინასწარი ინფორმაცია, რაც მაქვს ძალიან დიდი სტიქიაა, მდინარეები ადიდებულია, ხიდები წაღებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთის მონაცემებით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„წინასწარი ინფორმაცია, რაც მაქვს ძალიან დიდი სტიქიაა, მდინარეები ადიდებულია, ხიდები წაღებულია.
სასტუმროების ტერიტორიაზეა შესული მეწყერი, დაზიანდა კოტეჯები. ამჟამად არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს დაშავებულების შესახებ. „სანსეტში“ მშვიდობაა, არავინაა დაშავებული და მათი ევაკუაცია მიმდინარეობს. იქ, სადაც მანქანით მისვლა შეუძლებელია, ვერტმფრენით განვახორციელებთ ევაკუაციას“, - განაცხადა ენუქიძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში.