ონის მერი - ფიზიკურად რთულია სტიქიის ადგილამდე მისვლა, რადგან ხიდია წაღებული - წუთი-წუთზე იქნება სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი

რთულია ადგილამდე მისვლა, რადგან ხიდია წაღებული. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია და ალბათ, წუთი-წუთზე იქნება სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, - ამის შესახებ ონის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია წინასწარ განსაზღვრო სტიქია როდის მოხდება.

„სავარაუდოდ, მთებში დაგუბდა მდინარეები: გომბურა და ჭანჭახი, რის შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესი, ჩამოიშალა მიწის და ტყის ძალიან დიდი მასა. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები. მეც მივემართები ადგილზე. ფიზიკურად რთულია ადგილამდე მისვლა, რადგან ხიდია წაღებული. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია და ალბათ, წუთი-წუთზე იქნება სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. დაშავებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ წუთებში არ ვფლობთ. ფეხით გადავდივართ.

მთიანი რეგიონია და შესაბამისად, მთიან რეგიონში გამორიცხული არ არის, მთაზე (მდინარის) დაგუბებას ვერ გავთვლით, ფიზიკურად შეუძლებელია. გამორიცხულია წინასწარ განსაზღვრო სტიქია როდის მოხდება“, - განაცხადა ონის მერმა „ფორმულასთან“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს