მარნეულის მერია -  2024-2027 წლის ბიუჯეტის  დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა

ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტი მოიცავს საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის დასაგეგმ შემოსავლებს, გადასახადების, ასევე, პრიორიტეტებზე (პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე) გათვალისწინებულ თანხის ოდენობებს.

„შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნა და ისაუბრა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ჩატარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა