ონის მერი აცხადებს, რომ სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გაყვანა დაწყებულია და მათ ონში სასტუმროებში განათავსებენ

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა დაწყებულია.

ხიდეშელის განცხადებით, მოქალაქეების განთავსება მოხდება ონის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. ვერტმფრენი ადგილზეა. შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავიწყეთ მოქალაქეების გადაყვანა კურორტ შოვის ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება ამ მოქალაქეების დაბინავება ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროებში. რაც შეეხება დაშავებულების შესახებ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ მოგახსენებთ“,- განაცხადა ონის მერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის