საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა.

„ამ დროისთვის, მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას შეკრებილია დაახლოებით 70-80 ადამიანი. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ღონისძიება. შესაბამისი აღჭურვილობით მობილიზებულია როგორც განათების საშუალება, ასევე სხვა საჭირო სპეციალური აღჭურვილობა, რაც შეიძლება დასჭირდეთ მეხანძრე-მაშველებს“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს