საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა, რომელთა გადმოყვანაც დილიდან მოხდება ვერტმფრენების საშუალებით

მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 150 ადამიანზე მეტი უსაფრთხო ადგილზეა მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. მათი გადმოყვანა ხვალ დილიდანვე ვერტმფრენების საშუალებით მოხდება. თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, საევაკუაციო სამუშაოებში, სამი ვერტმფრენი იქნება ჩართული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა, უსაფრთხო ადგილას არიან განთავსებული, ხოლო სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, რომელებიც მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირველადი საშუალებებით.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.

„ის ადამიანები, ვინც გადმოვიყვანეთ სტიქიის ზონიდან, დაბინავებულები არიან, იმ ადამიანებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რჩებიან, მეხანძრე-მაშველების და პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ, აბსოლუტურად უზრუნველყოფილნი არიან ყველანაირი პირველადი საშუალებებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს