მამუკა ხაზარაძე - 21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს.

„უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც… ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!“,- წერს ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ხვალ დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფი 50 ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება