თემურ მღებრიშვილი - რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, საბედნიეროდ მამისონის სექტორზე, მესაზღვრეებთან არიან

რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა საბედნიეროდ მამისონის სექტორზე, მესაზღვრეებთან არიან. მთელი ღამის განმავლობაში კიდე გადამოწმდება, გაიფილტრება ეს ინფორმაციები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ამჟამად ვერ ხერხდება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში და აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

„ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ათეული ადამიანი, როგორც სახანძრო-სამაშველო, ისე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფება უსაფრთხოდ. ასევე, შემოდის ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მაგალითისთვის, საბედნიეროდ სულ ახლახანს, რამდენიმე ადამიანი მამისონის სექტორზე, მესაზღვრეებთან არიან მისული. მთელი ღამის განმავლობაში კიდევ გადამოწმდება, გაიფილტრება ეს ინფორმაციები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ამჟამად ვერ ხერხდება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით