შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი განახლდა

შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით  მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი განახლდა

შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ადგილას მოსახლეობასთან მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, 50-მდე ადამიანი იყო, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა უახლესი ინფორმაციაა, რომ 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.