ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ შოვში მყოფ შვილს და 3 შვილიშვილს ამ დრომდე ეძებს

რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, შვილს და 3 შვილიშვილს ამ დრომდე ეძებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია, ისინი ცოცხლები არიან თუ არა.

„ვერ ვეკონტაქტებით, არავითარი კონტაქტი არ არის. შვილს და 3 შვილიშვილს ვეძებ. 3 შვილიშვილი მყავს, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით. დასასვენებლად იყვნენ. 2 კვირით წავიდნენ“, -განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა