ჯუმბერ კირვალიძე - საქართველოს სტრატეგიული, დასავლური პოლიტიკური ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის, "ქართული ოცნება" გააგრძელებს დასავლეთთან დისტანცირებას და ამას უტიფრად დააბრალებს დასავლეთს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძეს ესაუბრა.

- ბატონო ჯუმბერ, კარგა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, სოციალურ ქსელშიც „ვმეგობრობთ“ და ხშირად მომიკრავს თვალი თქვენი არგუმენტირებული სტატუსებისთვის, მაგრამ ახლა ბოლო სტატუსის გამო გადავწყვიტე შეხმიანება.

მიზეზი კი მარტივია. ჩინეთსა და საქართველოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ბევრი გამოეხმაურა, ბევრმა გამოთქვა კრიტიკული შეფასებები, მაგრამ, ასე ერთმნიშვნელოვნად არავის უთქვამს, რომ „საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი უკანასკნე თვეებს ითვლის.

რადგან ჩინეთი აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმ სიკეთეებზე, რამაც საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ და საქართველოზე ჩინური და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების გატარებამ უნდა მოუტანოს.

ცხადია, როცა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობები რომ მომგებიანი და სასურველი შეიძლება აღმოჩნდეს, არავინ დავობს.

რადგან ასეა, მოდით, საუბარი იმით დავიწყოთ, თქვენ რატომ თვლით, რომ „საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის?

- დიახ, დღეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 11 წლიანი მმართველობის მიმდინარე ეტაპზე, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი "უკანასკნელ" თვეებს ითვლის.

სამწუხაროდ, ეს ჩემში ეჭვს აღარ იწვევს, თუ რატომ, ამაზე ცხადად მეტყველებს ხელისუფლების პირველი პირების, ე.წ. ლიდერშიფის გამოკვეთილად ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები.

აი, თავად განსაჯეთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - "რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა - ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს".

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - "აშშ-ის ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 11 წლიანი მმართველობის მიმდინარე ეტაპზე, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი "უკანასკნელ" თვეებს ითვლის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - „არ მინდა ამ საკითხზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.

თბილისის მერი კახა კალაძე - "ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა და გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირს შეუძლია სტატუსი "თავისთვის დაიტოვოს", თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოგვცემენ.”

საქართველომ ევროპაში უნდა იაროს, თუმცა "არა ცალ ფეხზე, არა მონებად". ევროპული ღირებულებები ვიცი, მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ მონა უნდა იყო, მიუღებელია. ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს, მათ მიერ მიღებული რეზოლუცია აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო".

დიახ, ამ ციტატების წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ კომენტარი ზედმეტია...

- „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის წარმომადგენლების ის განცხადებები, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ, ვინც პოლიტიკას ადევნებს თვალს, დარწმუნებული ვარ ახსოვთ, მაგრამ, ამ კონტექსტში, თან ლამის ყველას ერთად გახსენება, რბილად რომ ვთქვათ, მართლაც არ ტოვებს იმის განცდას, რომ ეს განცხადებები იმ ქვეყნის ლიდერების გაკეთებულია, რომლის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს მიზანი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მმართველი გუნდი, რომელზეც მნიშვნელოვან წილად იყო დამოკიდებული ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო პრაქტიკულად არ თუ ვერ სრულდება, ასევე გავიხსენებთ , რომ ხელისუფლებას ნატოს მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამს, იქნებ უპრიანიც კი იყოს იმაზე მსჯელობა, რატომ ხდებოდა ასე.

მმართველი გუნდი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიუღებლობას „კორუფციაში ჩაფლულ“ ევროპარლამენტის წევრებს ასახელებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებით არიან დაკავებულნი და ხელისუფლებისგან სამკურნალოდ მის გაყვანას მოითხოვენ.

თუ მივიჩნევთ, რომ მტკიცება „საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის, საფუძვლიანია, მაშინ უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზე ასე რატომ მოხდა.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბატონი ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერშიფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ასე უნდა განვითარდეს პროცესები ქვეყანაში და არა სხვაგვარად?

- „ქართული ოცნების" მმართველობის მთელი ამ წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გადადგა პრემიერის პოსტიდან და ხაზგასმით ბრძანა, რომ იგი "მიდის პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში" და არასოდეს ჩაერევა ხელისუფლების საქმიანობაში, ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის ყველა ლიდერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა დაერწმუნებინა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ქართული საზოგადოება, რომ ივანიშვილმა დაპირება პირწმინდად შეასრულა, ანუ იგი არ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში, როგორც ამას პოლიტიკური ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რასაც ე.წ. "არაფორმალურ მმართველობას" უწოდებენ.

ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის ყველა ლიდერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა დაერწმუნებინა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ქართული საზოგადოება, რომ ივანიშვილმა დაპირება პირწმინდად შეასრულა, ანუ იგი არ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში, როგორც ამას პოლიტიკური ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რასაც .. "არაფორმალურ მმართველობას" უწოდებენ

2012 წლის შემდეგ, ივანიშვილმა და მისმა "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა გამარჯვება 2 საპარლამენტო არჩევნებში - 2016 და 2020 წელს. თუმცა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გახმოვანდა "მინიშნება", რომ ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის, აუცილებელია დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების დასავლური გამოცდილების დანერგვა.

დასავლურმა პოლიტისტებლიშმენტმა გარკვევით გვითხრა, რომ თუ საქართველოს სურს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მაშინ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლური თავისუფალი სამყაროსთვის დამახასიათებელი ღირებულებები, ფასეულობები, პოლიტიკური ცხოვრების წესები უნდა დაიცვას.

ანუ, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ უნდა ეცადოს ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების, მითუმეტეს, "არაფორმალურის" შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისე, როგორც არის ჩინეთში, რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მმართველი ძალები და მათი "ბელადები" 20 და მეტი წელიწადი ხელისუფლებაში არიან და არც აპირებენ მის დათმობას, სადაც დემოკრატიის ნიშან-წყალიც არ არის და არც იქნება კიდევ დიდხანს.

როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელ 2-3 წელია ივანიშვილმა "ვერ მოახერხა" დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკური კლასის და მათი ლიდერების "დარწმუნება", რომ იგი "არაფორმალური მმართველი" არ არის და არც საკუთარ ფინანსებს არ იყენებს არსებული ხელისუფლების პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად.

ამიტომ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ წამოიწყო ოკუპანტ რუსეთთან "პოლიტიკური ფლირტი", რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა უფრო გააღრმავა, იმ იმედით, რომ რუსეთი ამ ომში სწრაფად გაიმარჯვებდა.

ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ წამოიწყო ოკუპანტ რუსეთთან "პოლიტიკური ფლირტი", რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა უფრო გააღრმავა, იმ იმედით, რომ რუსეთი ამ ომში სწრაფად გაიმარჯვებდა

ბიძინა ივანიშვილი ამასაც არ დასჯერდა და ევროპაშიც, (აშშ-ში ვერ შეძლო), უნგრეთის ლიდერის ორბანის და მისნაირების სახით "მოიძია თანამოაზრეები", როგორც ულტრა-მემარჯვენე, ისე ულტრა - მემარცხენე პოლიტიკურ ძალებში"...

- უცნაური არაფერია იმაში, რომ ევროკავშირი, რომლის წევრობაც თითქოს გვინდა, ქვეყნისგან, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენგან ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.

იგივე ითქმის ჩვენს მეორე, ასევე „სტრატეგიულ პარტნიორ“ აშშ-ზე. აშშ- ჩვენგან ელის დემოკრატიის მაღალ ხარისხს, სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ დამოუკიდებლობას, მათ შორის ძალთა მეტ ბალანსს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ყველა დონეზე გამჭვირვალეობას, თვითმმართველობას, კორუფციასთან ბრძოლას, თავისუფალი მედიას და ასე შემდეგ.

ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ გვაქვს, როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები მართლაც გვაქვს გადადგმული. გასაგებია, რომ არასაკმარისი, მაგრამ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით აშკარადაც კი ვართ წინ.

გასაგებია ისიც, რომ ჩვენი ახალი „სტრატეგიული პარტნიორი“ ჩინეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილთაგან არც არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ მათი გლობალური პროექტების თანამონაწილეები ვიყოთ.

რამდენად მისაღებია ამგვარი პირობები ჩვენთვის, ეს კიდევ სამსჯელოა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე გაცხადებულია ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ახლა როცა ქვეყანა ევროკავშირის ზღურბლზე დგას, საინტერესოა, „ქართული ოცნება“ როგორ პოლიტიკას გაატარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ?

- ამ დღეებში, პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი დამატებითი ფაქტორი გახდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, რადგან კომუნისტური იდეოლოგიის მქონე და ამავდროულად, ეკონომიკურად უაღრესად განვითარებულ ჩინეთთან, რომლის პრეზიდენტი მრავალი წელია უმაღლეს პოსტს იკავებს და მერწმუნეთ კიდევ დიდხანს იქნება, სტრატეგიული პარტნიორობის შემთხვევაში, ივანიშვილის პოზიციები გამყარდება.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილის "ქართული ოცნება" გააგრძელებს - "დასავლეთთან დისტანცირების პოლიტიკას" - და ამას, უტიფრად დააბრალებს დასავლეთს"!..

- ცხადია, იმაზე, თუ საქართველოს ევროპასთან და ამერიკასთან როგორი ურთიერთობები ექნება, ბევრადაა დამოკიდებული ის, თავად ევროკავშირს, აშშ-სა და ნატოს საქართველოსთან ურთიერთობები როგორი იქნება.

არადა, საქართველოს რომ ევროკავშირთან, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან, აშშ-სთან და ნატოსთან აქამდე ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ჰქონდა, ცხადია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ არა აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“ ბევრი ქვეყანა აღიარებდა.

ბევრი თვლის, რომ ჩინეთთან საქართველოს დაახლოება, ხელისუფლებისთვის, რომელსაც უნდა წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირთან სავაჭროდ სჭირდება. მეტიც, ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიცია ასეთია - მიგვიღეთ ისეთი, როგორც ვართ.

ბევრი თვლის, რომ თავის მხრივ, არც ევროკავშირს უნდა საქართველოს, როგორც მოკავშირის დაკარგვა და არაა გამორიცხული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვცენ.

თუ ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორობას“ ახლა რეალობად მივიჩნევთ, ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მიმართ ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს ურთიერთობები და დამოკიდებულება?

- უწინარესად უნდა ითქვას, რომ ქართველები დასავლეთის მადლიერები უნდა ვიყოთ, მათი უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამო, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

რომ არა, აშშ-ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან გამოცხადებული და განხორციელებული "არაღიარების პოლიტიკა", რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ნაღიარებ" აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს, ამ 15 წლის განმავლობაში არა მარტო რუსეთის მოსყიდული ნიკარაგუა-ვენესუელა-სირიის დიქტატორული რეჟიმები და რამდენიმე მარჯნის კუნძული - სახელმწიფოები "აღიარებდნენ", არამედ, კოსოვოს მსგავსად, - გაეროს წევრი ამერიკა-ევროპა-აზიის 100-ზე მეტი ქვეყანაც "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა".

დიახ, დასავლეთის მიერ დეკლარირებული და მტკიცედ გატარებული "არაღიარების პოლიტიკა" საქართველოს უტოვებს შანსს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასავლეთი "რაიმე მიზეზით", შეწყვეტს "არაღიარების პოლიტიკას" აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ, მაშინ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს.

დასავლეთის მიერ დეკლარირებული და მტკიცედ გატარებული "არაღიარების პოლიტიკა" საქართველოს უტოვებს შანსს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასავლეთი "რაიმე მიზეზით", შეწყვეტს "არაღიარების პოლიტიკას" აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ, მაშინ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ქვეყნის ტერიტორიის 20%-

ამიტომ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან, აშშ-ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები შენარჩუნება და განვითარება, რომლის საპირწონედ, "სხვა ვინმესთან", მათ შორის, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება "არ გამოდგება და ვერ ჩანაცვლდება".

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან, აშშ-ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები შენარჩუნება და განვითარება, რომლის საპირწონედ, "სხვა ვინმესთან", მათ შორის, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება "არ გამოდგება და ვერ ჩანაცვლდება"

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მომლოდინე საქართველომ, მოულოდნელად დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ხელისუფლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს დიპლომატიურ წარმატებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჩინეთთან "სტრატეგიული პარტნიორობა" დიდ შესაძლებლობებს გააჩენს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და სხვა დარგებისგანვითარებისათვის ("შუა დერეფანი" და სხვა).

როგორც ჩანს, სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების ტექსტი “პეკინის მიერაა ნაკარნახევი", რადგან იგი საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს არ გამოხატავს, პირიქით, ეწინააღმდეგება, რადგან შეიცავს რისკებს დასავლეთთან ურთიერთობებში.

როგორც ჩანს, სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმების ტექსტიპეკინის მიერაა ნაკარნახევი", რადგან იგი საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს არ გამოხატავს, პირიქით, ეწინააღმდეგება, რადგან შეიცავს რისკებს დასავლეთთან ურთიერთობებში

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მზადების შესახებ, საჯაროდ ცნობილი არ იყო. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს - "საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“, და განაცხადა, რომ: „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.

საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს. შეთანხმების ტექსტში ჩაწერილი ამ სიტყვების სანაცვლოდ, საქართველომ ვერ მიიღო "სარკისებრი" ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - რაც ღიად მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად აღიარებას.

საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს. შეთანხმების ტექსტში ჩაწერილი ამ სიტყვების სანაცვლოდ, საქართველომ ვერ მიიღო "სარკისებრი" ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - რაც ღიად მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად აღიარებას

ეს ზოგადი ჩანაწერი კი, არ გამოხატავს ჩინეთის არათუ ღია, არამედ ირიბ მხარდაჭერასაც კი, საქართველოს ისეთი ფუნდამენტური და სტრატეგიული საკითხებისადმი, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება.

დამაფიქრებელია, რომ საქართველოსგან განსხვავებული ჩანაწერი გვხვდება, 2021 წელს დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ჩინეთსა და კვიპროსს შორის.

ციტატა - "კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ჩინეთი კი პირობას დებს, რომ გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

"საქართველო და ჩინეთი, - ახალი სტრატეგიული შეთანხმების მიხედვით, - ფორმალურად აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია, რომ ურთიერთ საწინააღმდეგოა პოლიტიკური შემადგენელი ამ შეთანხმებისა, რადგან რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩინეთი საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩინეთს ღიად არ გაუკრიტიკებია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, იგი მხარს არ უჭერს კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს რეზოლუციებს გაეროში, ჩინეთი არ აკრიტიკებს რუსეთის ბორდერიზაციის (მცოცავი ოკუპაციის) პოლიტიკას საქართველოში, ჩინეთს მიაჩნია, რომ - "ნატო, ცივი ომის მენტალიტეტის გამოხატულება". ჩინეთი არ მიესალმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, გახდეს ნატოს წევრი.

ჩინეთი განაგრძობს საქართველოს „რუსეთის პრიზმიდან“ დანახვას და არ არის საიმედო პარტნიორი, როდესაც საქმე შეეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

ჩინეთი განაგრძობს საქართველოსრუსეთის პრიზმიდანდანახვას და არ არის საიმედო პარტნიორი, როდესაც საქმე შეეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას

ჩინეთს, აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, არასოდეს დაუგმია რუსეთის ოკუპაცია საქართველოში და შესაბამისად რუსეთისგან არასოდეს მოუთხოვია საქართველოს ტერიტორიებიდან მისი სამხედრო ბაზების გაყვანა! მეტიც, 2022 წელს პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს საერთო კომუნიკეს, სადაც ჩინეთმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს საზღვრები დაჰბრუნებოდა 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობას..

რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა - "ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში“. ბალტიის ქვეყნებმა და ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩინეთის ელჩის ეს განცხადება. აგრეთვე, ევროკავშირი და აშშ გმობენ ჩინეთის პოზიციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მოიაზრებს საერთაშორისო სისტემაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, და ეკონომიკური ძალის შესუსტებას, რაც სრულ თანხვედრაშია რუსეთისა და ჩინეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების აღქმასთან.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მოიაზრებს საერთაშორისო სისტემაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, და ეკონომიკური ძალის შესუსტებას, რაც სრულ თანხვედრაშია რუსეთისა და ჩინეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების აღქმასთან

ეკონომიკის მოდერნიზაციის ჩინეთისეული გაგება, გამორიცხავს პოლიტიკურ დემოკრატიას, რაც მოდერნიზაციის დასავლური გაგებისთვის ფუნდამენტურია. თუმცა, ჩინეთი საკუთარ თავს "დემოკრატიად მიიჩნევს, - სოციალისტურ, კონსულტაციებზე დაფუძნებულ დემოკრატიად“?! სინამდვილეში კი, ჩინეთი ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოა, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია"!

"პოლიტიკური უფლებები ჩინეთში საერთოდ არ არსებობს, სამოქალაქო უფლებები კი ძალზედ დაბალია. კომპარტია უმკაცრესად აკონტროლებს ცხოვრებისა და მმართველობის ყოველ ასპექტს - სახელმწიფო ბიუროკრატიას, მედიას, ინტერნეტს, რელიგიურ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და სამოქალაქო ასოციაციებს.

ჩინეთი რომ არ არის სანიმუშო დემოკრატია, ამაზე არსებობს შეთანხმება მთელს მსოფლიოში.

ხოლო, როდესაც საქართველო ჩინური "მმართველობის და ცხოვრების" ნიმუშს იზიარებს, ეს გაურკვეველი ხდება, რადგან ჩინეთი, ავტორიტარული ხელისუფლებით, ვერ იქნება მიმზიდველი პარტნიორი ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირთან და ცდილობს მისი წევრი გახდეს. ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს გააჩენს საქართველოს დასავლელ პარტნიორებში.

როდესაც საქართველო ჩინური "მმართველობის და ცხოვრების" ნიმუშს იზიარებს, ეს გაურკვეველი ხდება, რადგან ჩინეთი, ავტორიტარული ხელისუფლებით, ვერ იქნება მიმზიდველი პარტნიორი ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირთან და ცდილობს მისი წევრი გახდეს. ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს გააჩენს საქართველოს დასავლელ პარტნიორებში

"პეკინის შეთანხმების" ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში ჩინეთი პირობას დებს, რომ „შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შეღავათიანი დაკრედიტების საკითხს“.

მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები წლებია, მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე მეგაპროექტებში, მათ შორის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობაში. პროექტების დიდი ნაწილი დასავლური სესხებითაა დაფინანსებული.

დასავლეთში ჩინეთს ხშირად ადანაშაულებენ „დაკაბალების“ პოლიტიკაში. ამ პოლიტიკისთვის დამახასიათებელია - "სესხის ხაფანგის დიპლომატიას“, - როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისადმი სხვა სახელმწიფოების ვალს, და ამ ახალ ბერკეტს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

ამ რეალობის წინაშე არაერთი ქვეყანა დადგა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ბალკანეთსა და შუა აზიაში. ჩინეთის ვალების მოცულობა ყველგან გაიზარდა, ანუ ეს ქვეყნები ჩინურ ვალებში ჩაეფლნენ და ზოგიერთმა მათგანმა დეფოლტი გამოაცხადა. საქართველო ჯერჯერობით შორსაა ამისგან, თუმცა ჩინეთის ვალი უკვე გვაქვს აღებული. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ - ვალი აიღო „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან“ (AIIB), - რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენით იმართება.

დასავლეთში ჩინეთს ხშირად ადანაშაულებენდაკაბალებისპოლიტიკაში. ამ პოლიტიკისთვის დამახასიათებელია - "სესხის ხაფანგის დიპლომატიას“, - როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისადმი სხვა სახელმწიფოების ვალს, და ამ ახალ ბერკეტს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად

ჩინეთ-საქართველოს შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტში მხარეები პირობას დებენ, რომ "გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება მიანიშნებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ე.წ. მრავალვექტორულების თანდათანობით აღმოცენებას, რაც გულისხმობს ძალის ახალ პოლუსთან, ახალი ურთიერთობების დამყარებას.

ეს გაუგებრობას იწვევს, რადგანაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის წამყვან პრიორიტეტად რჩება დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია.

ავტორიტარულ ჩინეთსა და რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოს დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიზაციას, უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს"

აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ჩინეთის მიმართ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან.

ავტორიტარულ ჩინეთსა და რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოს დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიზაციას, უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს".

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა