გუბერნატორი - გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი

რაჭაში, სტიქიის ზონიდან სამშვიდობო ტერიტორიაზე მაშველებმა დღეს დილით, კიდევ 140 ადამიანი გადაიყვანეს, ჯამში კი, გუშინ და დღეს მშვიდობიან ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით 210 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ევაკუირებული ადამიანებიდან ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა.

„სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით. ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და სახლებში წავიდნენ. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს