თორნიკე რიჟვაძე - განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს - საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა", რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თორნიკე რიჟვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს უზიარებს და იმედოვნებს, რომ მაშველები დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას შეძლებენ.

„განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ. დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა", რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება