პრემიერის ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რაჭაში სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიისას გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო. მოვისმინე ინფორმაცია, ოპერატიული შტაბი, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, გამოგზავნილი იქნა 400- ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა, 210 ჩვენი მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად, მანამდე ღამე ჩვენს პოლიციას, ჩვენს სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთებული ადგილზე, არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს. მინდა გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ძალიან მძიმე ვითარებაა. 30 - ზე მეტს კვლავაც ეძებენ, თუმცა დაველოდოთ შედეგებს. მიდის აქტიური სამუშაოები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო