თინა ბოკუჩავა - როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს

როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ხალხს არწმუნებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები გაყიდეს და იყიდეს ისეთები, რომელთა გამოყენებაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს შეიძლება, თუმცა არავინ იცის ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ არა და ასევე არ იციან, თუ რატომ არ გამოიყენეს ეს ვერტმფრენები სამძებრო სამუშაოებისას.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია, არსებობს მსხვერპლი. ვიმედოვნებთ, ამ დრომდე დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირება მოხდება და სამძებრო სამუშაოები წარმატებული იქნება, აბსოლუტურად ყველა გადარჩება.

ჩვენ დღეს არ ვაპირებდით არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მაია ბითაძის სამარცხვინო ბრალდების ფონზე, მოგვიწია საპასუხო განცხადების გაკეთება. დღეს, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ათეულობით ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს, კორუმპირებული კალაძის დამქაში, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს.

როცა კრიმინალმა ივანიშვილმა რაჭის ტყეები რუს სანქცირებულ ოლიგარქებს მიყიდა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ ბითაძეს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხის შესწავლა უნდა მოეთხოვა.

მოგახსენებთ რა კითხვებს უნდა სვამდეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: კონკრეტულად რა ტერიტორიები მიყიდა რაჭაში ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს? ; მიმდინარეობს თუ არა ტყის მასიური ჩეხა?; რა სამშენებლო ან სხვა ტიპის ნებართვები იქნა გაცემული რაჭის ტყეებზე და ვისზე?

ადგილობრივების და ჩვენი ინფორმაციით, ნებართვები და მათ შორის უკანონო სამშენებლო ნებართვების „რუსულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესმენებზე გაიცემა. წლებია, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები გაყიდეს და იყიდეს ისეთები, რომელთა გამოყენებაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს შეიძლება. ნამდვილად იყიდეს თუ არა და რატომ არ გამოიყენეს ისინი ახლა არავინ იცის. ყველასთვის ცხადია, რომ ტყეების დაჩეხა, მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, სამშენებლო ნებართვების გაცემა სწორედ ასეთი მოქმედებები შესაძლებელია გადამწყვეტი გახდეს ასეთი ეკოლოგიური კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ამ კითხვებს უნდა სვამდეს სამარცხვინო, ამორალური, კორუმპირებული გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დღეს საქართველოს პარლამენტში და არ უნდა გადაჰქონდეს ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

თინა ბოკუჩავა - როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს

როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ეძებენ ათეულობით ადამიანს, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ხალხს არწმუნებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები გაყიდეს და იყიდეს ისეთები, რომელთა გამოყენებაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს შეიძლება, თუმცა არავინ იცის ეს ინფორმაცია სიმართლეა თუ არა და ასევე არ იციან, თუ რატომ არ გამოიყენეს ეს ვერტმფრენები სამძებრო სამუშაოებისას.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია, არსებობს მსხვერპლი. ვიმედოვნებთ, ამ დრომდე დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირება მოხდება და სამძებრო სამუშაოები წარმატებული იქნება, აბსოლუტურად ყველა გადარჩება.

ჩვენ დღეს არ ვაპირებდით არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მაია ბითაძის სამარცხვინო ბრალდების ფონზე, მოგვიწია საპასუხო განცხადების გაკეთება. დღეს, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ათეულობით ადამიანს ეძებენ, მათ შორის ბავშვებს, კორუმპირებული კალაძის დამქაში, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე გადაიტანოს.

როცა კრიმინალმა ივანიშვილმა რაჭის ტყეები რუს სანქცირებულ ოლიგარქებს მიყიდა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონ ბითაძეს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხის შესწავლა უნდა მოეთხოვა.

მოგახსენებთ რა კითხვებს უნდა სვამდეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: კონკრეტულად რა ტერიტორიები მიყიდა რაჭაში ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს? ; მიმდინარეობს თუ არა ტყის მასიური ჩეხა?; რა სამშენებლო ან სხვა ტიპის ნებართვები იქნა გაცემული რაჭის ტყეებზე და ვისზე?

ადგილობრივების და ჩვენი ინფორმაციით, ნებართვები და მათ შორის უკანონო სამშენებლო ნებართვების „რუსულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესმენებზე გაიცემა. წლებია, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები გაყიდეს და იყიდეს ისეთები, რომელთა გამოყენებაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს შეიძლება. ნამდვილად იყიდეს თუ არა და რატომ არ გამოიყენეს ისინი ახლა არავინ იცის. ყველასთვის ცხადია, რომ ტყეების დაჩეხა, მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, სამშენებლო ნებართვების გაცემა სწორედ ასეთი მოქმედებები შესაძლებელია გადამწყვეტი გახდეს ასეთი ეკოლოგიური კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ამ კითხვებს უნდა სვამდეს სამარცხვინო, ამორალური, კორუმპირებული გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დღეს საქართველოს პარლამენტში და არ უნდა გადაჰქონდეს ისრები 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა