გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი - მსგავსი მასშტაბის სტიქიას ხეობაში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, არ ველოდები და ვერც განვითარდება

ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ბოლო პერიოდი აქტიურად მიმდინარეობს მყინვარის დნობის პროცესი, ამას დაემატა უხვი, ატმოსფერული ნალექი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ხეობაში არასდროს არ დაფიქსირებულა ღვარცოფული მოვლენები და დღევანდელი პროცესები კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.

„რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს. ეს არის მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, სადაც არასოდეს არ დაფიქსირებულა ღვარცოფების გავლა. პირიქით, 60-იან წლებში, კომუნისტების დროს, მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და ძველი კალაპოტის ტერიტორიაზე კოტეჯები აშენდა. არ იყო იმ პერიოდში ღვარცოფების საშიშროება, ვინაიდან, არ ხდებოდა მყინვარების დნობა. ბოლო 10-15 წლის მანძილზე აქტიურ ფაზაში შევიდა მყინვარების დნობის პროცესი, არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, შოვში მსგავსი ტიპის სტიქიური მოვლენის გამეორებას გამორიცხავს.

„პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, ძალიან დიდი ალბათობით, მსგავსი მასშტაბის სტიქიას ამ ხეობაში, სადაც გუშინ ეს ტრაგედია დატრიალდა, მე არ ველოდები და ვერც განვითარდება იმიტომ, რომ ის პოტენციალი, რაც ჰქონდა ამ ფერდობებს და თვითონ მდინარეს, უკვე მილევად სტადიაზეა. შეიძლება მინიმალური რაღაც იყოს, მაგრამ მსგავსი მასშტაბის სტიქტიურ-გეოლოგიურ მოვლენების ჩასახვა-გააქტიურებას აღნიშნულ ლოკაციაზე მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის