საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სახალხო თვითმმართველობა" დამფუძნებელს, გოგი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- ბატონო გოგი, რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო უმძიმესი დღეები უდგას რაჭას და მთელ საქართველოს.
სტიქიური უბედურებები გამორიცხული ნამდვილად არაა, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც მეწყრული ზონები საკმაოზე მეტი გვაქვს. რადგან ახლა ხელისუფლება იმაზე ამჯობინებს საუბარს, რომ ამ ტიპის სტიქიური უბედურებების პროგნოზირება შეუძლებელია, არადა, ამბობენ, რომ შესაძლებელია., პირველ კითხვას ასე დავსვამ - შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის გამძვინვარების პროგნოზირება? თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?
- პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრებას და მომხდარის პარალელურად ემოციების ფრქვევას, რაც დამეთანხმებით, არ არის რაციონალური შედეგის მომტანი და არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. თუმცა, გინდა არ გინდა, ემოცია მსგავს სიტუაციაში მაინც წინა პლანზე გამოდის.
ახალს არაფერს ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ რაჭა სეისმურად და მეწყრის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი აქტიური რეგიონია. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღრიცხულია 600-მდე მეწყრული სხეული, რომელთაგან დიდი უმრავლესობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისათვის.
რაჭა სეისმურად და მეწყრის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი აქტიური რეგიონია. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღრიცხულია 600-მდე მეწყრული სხეული, რომელთაგან დიდი უმრავლესობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისათვის
რაც შეეხება პროგნოზირებას. დღეს ბევრისგან ისმის, რომ ეს სტიქიური მოვლენაა და მისი პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ აქაც ცოტა სხვანაირად არის საქმე.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
2021 წლის ამ დოკუმენტში შავით-თეთრზე წერია 2022 წელს მოსალოდნელ ღვარცოფული პროცესებზე და მათ პრევენციაზე. 2022 წლის მსგავსი ანგარიში ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია საჯარო სარგებლობისთვის.
საფრთხე რომ არსებობდა და ის მუდმივ მონიტორინგს მოითხოვდა ამის შესახებ ხელისუფლება საკმაოდ დეტალურად იყო ინფორმირებული. საქმე იმაშია რა გააკეთა ამ დოკუმენტში აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ხელისუფალმა
დოკუმენტის მიხედვით ხეობაში მოსალოდნელია ღვარცოფული პროცესები, რომლებიც საშიშროებას შეუქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. აქვე აღნიშნულია, რომ ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება წელიწადში 2-3-ჯერ და საშიშროების რისკი მაღალია. გასატარებელ ღონისძიებებში კი წერია, რომ საჭიროა ხეობის მდინარეების კალაპოტების და ბორტების პერიოდული გაწმენდა, და გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.
ანუ საფრთხე რომ არსებობდა და ის მუდმივ მონიტორინგს მოითხოვდა ამის შესახებ ხელისუფლება საკმაოდ დეტალურად იყო ინფორმირებული. საქმე იმაშია რა გააკეთა ამ დოკუმენტში აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ხელისუფალმა.
მე ამის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს.
- თუ რა პრობლემებით შეხვდა ქვეყანა შოვში ბუნების მასშტაბურ, სპეციფიკურ სტიქიას, ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ.
ახლა ამ თემაზე ბევრი მსჯელობს, ნაწილი წინა ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს, რომელსაც 2006 წელს აქვს გაუქმებული გეოლოგიის დეპარტამენტი, მეორე ნაწილი, ხელისუფლებას ამუნათებს. რიგ შემთხვევაში სამართლიანადაც.
მაგრამ, ახლა ცხადზე უცხადესია, რომ ერთი მხრივ სტიქიით დაზარალებულებზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, მეორე მხრივ იმაზეა საფიქრალი, ხვალ რა უნდა აკეთოს სახელმწიფომ და რას უნდა ადევნოს თვალი საზოგადოებამ.
ვითარებას კიდევ ის ამძიმებს, რომ ვცხოვრობთ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არ არსებობს პროგნოზირებისა და შეტყობინების სისტემა, არც გამართული სისტემა გვაქვს კრიზისის მართვის.
რადგან საქართველო მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურებისგან დაცული არაა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს მსგავსი მასშტაბის სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება?
- ეს ყველაზე ადვილი და ყველაზე რთული შეკითხვაა. ქვეყანამ უნდა მოახერხოს და იქცეს სახელმწიფოდ გამართული ინსტიტუციებით და ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება. სტიქია აშიშვლებს და ზედაპირზე ამოაქვს ყველა ის ნაკლოვანება რაც სახელმწიფო სტრუქტურებში გვაქვს. უბრალოდ სხვა უწყებების მსგავსი პრობლემები არ ჩანს ცხადად და ხშირად შეუმჩნეველია მოქალაქეებისათვის, მანამ სანამ ურემი არ გადაბრუნდება.
სტიქია აშიშვლებს და ზედაპირზე ამოაქვს ყველა ის ნაკლოვანება რაც სახელმწიფო სტრუქტურებში გვაქვს. უბრალოდ სხვა უწყებების მსგავსი პრობლემები არ ჩანს ცხადად და ხშირად შეუმჩნეველია მოქალაქეებისათვის, მანამ სანამ ურემი არ გადაბრუნდება
ჩემი აზრით, გეოლოგიის დეპარტამენტის და შეტყობინების სისტემის გაუქმება თავის დროზე დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს მოხდა 11-15 წლის წინ. მინიმუმ 11 წელი მაინც ჰქონდა ხელისუფალს, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა და დღეს ისევ წინა ხელისუფლების შეცდომებისკენ არ გაეშვირა ხელი.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით 5 წლის წინ დაიწყო ძველი შეტყობინების და პროგნოზირების აღდგენა, თუმცა მისივე განმარტებით ეს პროცესი სრულად არ არის დასრულებული.
გვეუბნებიან, რომ პროცესი დაიწყო, მაგრამ რამდენად გამართული სისტემა იქმნება, რამდენად შეესაბამება ეს სისტემები თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
გეოლოგიის დეპარტამენტის და შეტყობინების სისტემის გაუქმება თავის დროზე დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს მოხდა 11-15 წლის წინ. მინიმუმ 11 წელი მაინც ჰქონდა ხელისუფალს, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა და დღეს ისევ წინა ხელისუფლების შეცდომებისკენ არ გაეშვირა ხელი
და ამ ინფორმაციას მე და თქვენ კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ხელისუფლება უნდა გვაწვდიდეს ყველა საინფორმაციო წყაროდან, რადგან ჩვენ ინფორმირებულები და დაიმედებულებიც ვიყოთ, რომ ამ მხრივ რაღაცა კეთდება. ფაქტია, რომ თუ ასეთი სისტემები გვაქვს მათ ვერანაირი პრევენცია ვერ მოახდინეს მომხდარი ტრაგედიის აცილებაში ანუ ვერ იმუშავეს.
ფაქტია, რომ თუ ასეთი სისტემები გვაქვს მათ ვერანაირი პრევენცია ვერ მოახდინეს მომხდარი ტრაგედიის აცილებაში ანუ ვერ იმუშავეს
აქვე ინფორმაციისთვის დავძენ, რომ დღევანდელი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამ დარგს კურირებს, იმ ავადსახსენებელ დროში იყო ჯერ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი-იურისტი, შემდეგ მთავარი სპეციალისტი-იურისტი, ბოლოს კი სანამ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გახდებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი 2001-2014 წლებში.
- გასაგებია,, რომ ხელისუფლება წინამორბედების შეცდომებზე უყვარს საუბარი, თან დაუღალავად და ინტენსიურად, მაგრამ, როცა ვიცით, რომ ქვეყანაში უამრავი, არაფრისმაქნისი სიპები არსებობს, რატომ ვერ მოიძებნა სახსრები თუნდაც გამართული გეოლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურების შესაქმნელად.
თუ წინა ხელისუფლებამ გეოლოგიური სამსახური გააუქმა, შემდგომმა ხელისუფლებამ, რომელიც ხელისუფლებაში აგერ უკვე მე-11 წელია, რატომ არ შექმნა, თუნდაც იგივე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურები?
- თუ გახსოვთ, სასკოლო ისტორიის წიგნებში ყოველი ხუთწლედის შედეგებს 1913 წლის მეფის რუსეთის ეკონომიკურ შედეგებს ადარებდნენ და იყო ერთი ბაქი-ბუქი, რომ რევოლუციამდე რუსეთის ეკონომიკას უსწრებდა სსრკ-ს ეკონომიკა.
იგივე სურათი გვაქვს დღესაც. და თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელი ხელისუფლების წევრების დიდი ნაწილი მაშინაც ხელისუფლებაში იყო, ცოტა კომიკურ სურათს ვიღებთ.
რატომ არ შექმნა ხელისუფლებამ იგივე სტრუქტურები? ამ კითხვაზე არც მე მაქვს პასუხი. ვერავის დავაბრალებ რომ ცუდი უნდა ქვეყნისთვის და იმიტომ არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა და ზოგადად არც თუ ისე ცუდი წარმოდგენის ვარ ბევრ სახელმწიფო ჩინოვნიკზე, მაგრამ ისინი არ არიან შემოქმედები.
რატომ არ შექმნა ხელისუფლებამ იგივე სტრუქტურები? ამ კითხვაზე არც მე მაქვს პასუხი. ვერავის დავაბრალებ რომ ცუდი უნდა ქვეყნისთვის და იმიტომ არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა და ზოგადად არც თუ ისე ცუდი წარმოდგენის ვარ ბევრ სახელმწიფო ჩინოვნიკზე, მაგრამ ისინი არ არიან შემოქმედები
დავალების აღსრულება კი ბატონო, მაგრამ ინიციატივა ნურას უკაცრავად. ამიტომ მივდივართ ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, რისი დიდი დეფიციტიც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს.
- რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გვანახა, რომ კრიზისების მართვაშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს. ტრაგედიის ადგილზე მხოლოდ 3 საათ ნახევრის შემდეგ ჩავიდა ვერტმფრენი. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის სამაშველო და სასაზღვრო სამსახურს საზიაროდ მხოლოდ 2 ვერტმფრენი ჰყავთ.
არადა, შარშან ყაზბეგში ვერტმფრენის ტრაგედიისას, რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ერთი წელი შესრულდა, შარშან პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანა ახალ ვერტმფრენებს შეიძენდა. ახლა ირკვევა, რომ ვერტმფრენები ქვეყანას მხოლოდ 2024 წელს ეყოლება.
უცნაური ისაა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს არა მარტო გაუბრაზდა კითხვაზე ვერტმფრენების არ ქონის გამო, არამედ იუარა კიდეც, ასეთი პირობა არ მომიციაო.
თუ ყაზბეგში დატრიალებული კატასტროფის შემდეგ, პრემიერი ახალ ვერტმფრენებს არ დაგვპირებია, კიდევ უარესი, რადგან, ისეთ ტურისტულ ქვეყანას, როგორც საქართველოა ვერტმფრენები ნამდვილად გვჭირდება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ვერტმფრენების თემაზე პრემიერმინისტრის ჟურნალისტებზე გაბრაზება?
- არ ვიცი რას გულისხმობდა ბატონი პრემიერი, როცა იუარა მსგავსი არ მითქვამსო, მაგრამ მისი განცხადება დოკუმენტურად ფიქსირდება საჯარო სივრცეში და ერთადერთი ახსნა ამ უარისა ისაა, რომ ის ალბათ თვლის, რომ მისი ნათქვამს სხვანაირი ინტერპრეტაციას უკეთებენ.
3,5 საათში ვერტმფრენის მისვლა არის აბსოლუტური კატასტროფა ყველა ნორმატივით. აღარ ვსაუბრობ შვეიცარიას თუ სხვა მთიან ქვეყნის მსგავსი სამსახურების ნორმატივებზე.
სამაშველო ვერტმფრენები, რომელიც არ გვყავს, რაც გვყავს ეგ არის სასაზღვრო ძალების ვერტმფრენები, რომელთაც სულ სხვა ფუნქცია აქვთ, ბაზირებული უნდა იყოს მთიანი რეგიონების აეროპორტებში - ამბროლაური, მესტია, ნატახტარი, და არა თბილისში. ამბროლაურიდან განგაშის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 1 საათში ვერტმფრენები ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ, რაც ფიზიკურად სავსებით შესაძლებელი იქნებოდა თუ ვერტმფრენების საკმაო რაოდენობა ეყოლებოდა ქვეყანას, რომელიც სამთო ტურიზმის განვითარებით იწონებს თავს.
ამბროლაურიდან განგაშის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 1 საათში ვერტმფრენები ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ, რაც ფიზიკურად სავსებით შესაძლებელი იქნებოდა თუ ვერტმფრენების საკმაო რაოდენობა ეყოლებოდა ქვეყანას, რომელიც სამთო ტურიზმის განვითარებით იწონებს თავს
წინა ცხოვრებაში გეოლოგი ვიყავი და ჩემთვის ეს პრობლემები არცთუ ისე უცხოა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, როცა ე.წ. აფხაზეთის სვანეთში მომუშავე გეოლოგიური ექსპედიციების და ტურისტული ჯგუფების ევაკუაციისათვის 1 საათიანი ნორმატივი ჰქონდა, სოხუმში ბაზირებულ ვერტმფრენებს. მე თვითონ ვარ ცოცხალი მოწმე ამის და მე თვითონ გამომიყვანა ნისლში და უბედურებაში ვერტმფრენმა 1200 მეტრიანი ნიშნულიდან, შეტყობინებიდან ზუსტად 1 საათში.
სამაშველოს ბიჭები, რომ სასწაულებს ჩადიან ამას წყალი არ გაუვა, ძალიან მაგრები არიან. აქ პრობლემა ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ბაზირების ადგილებში და სისტემის სისწრაფეშია. პრობლემას თვალი მოვუხუჭოთ ეს არ არის საქმე. საქმეა გამოვასწოროთ პრობლემა.
სატენდერო პირობებით, 2024 წლის მარტში გვეყოლება 1 ვერტმფრენი, 3 თვის შემდეგ კიდევ 2 ცალი და ეს ყველაფერი 2024-ში. 11 წლის წინ რომ დაგვეწყო ამის კეთება დაშავდებოდა რამე?
სატენდერო პირობებით, 2024 წლის მარტში გვეყოლება 1 ვერტმფრენი, 3 თვის შემდეგ კიდევ 2 ცალი და ეს ყველაფერი 2024-ში. 11 წლის წინ რომ დაგვეწყო ამის კეთება დაშავდებოდა რამე?
რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს შესაძლებლობებს ამ კუთხით, ის ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, დღეს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება და საფრენოსნოდ გამართულია: MИ-8 MTΒ-1 ტიპის 3 და MИ-8 AMT ტიპის 1 შვეულმფრენი. ასევე, 1 ას-350 ტიპის საფრენი აპარატი, რომლებიც გამოიყენება სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებისათვის.
აქედან, 1 (ერთი) MИ-8 ტიპის შვეულმფრენი დისლოცირებულია კოპიტნარის აეროპორტში და ასრულებს დავალებებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ცალკე არ გააჩნია სპეციალური დანიშნულების სამაშველო-სამედიცინო შვეულმფრენი.
- ამ თემაზე მსჯელობისას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები ბუნებრივად ჩნდება. მათ შორისაა მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობების ნებართვის გაცემის თემა.
იმ ფონზე რაც ახლა რაჭაში ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია ღვარცოფული მდინარეების პირას სასტუმროებისა და კოტეჯების მშენებლობებზე ნებართვის გაცემის საკითხები. ცენტრალურ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ტიპის საკითხები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმეა.
როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გვარი გაჟღერდა, რომელსაც ადგილობრივები ბიზნესმენ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების უდიდესი ნაწილის გადაცემაში მათი ნების საწინააღმდეგოდ ადანაშაულებენ, თითქოს კითხვებიც არ უნდა იყოს. და ეს მაშინ, როცა რუსეთს დეკლარირებულიც აქვს რაჭის ტყეების მიმართ ინტერესი.
ამასაც რომ თავი დავანებით, მართლაც უცნაურია, ორი მყინვარის შეერთების კალაპოტში რატომ გასცა მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა?
- მშენებლობების ნებართვის გაცემის თემა ზოგადა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა ქვეყანაში. თბილისშიც კი სადაც ვითომ უფრო მეტი კონტროლია ამ საკითხზე, ისეთ ნებართვებს წააწყდებით, რომ აღშფოთების და ხელების გასავსავების გარდა სხვა გამოსავალი აღარ გრჩება ადამიანს. რეგიონებში კი გაცილებით უარესად არის საქმე.
როცა საკითხი წყდება პოლიტიკურ დონეზე და ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩარეულია ხელისუფლების მაღალი ეშელონები, მაშინ უკვე აღარ არსებობს არანაირი პრევენციის თუ შეკავების მექანიზმი, ნებისმიერი ალოგიკური გადაწყვეტილება იფუთება იურიდიულად და მორჩა. გამორიცხულია, რომ ადგილობრივმა ჩინოვნიკმა თავის თავზე აიღოს რაიმე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, ის ისედაც განტევების ვაცად ჰყავთ გამზადებული და მით უმეტეს საკუთარი ინიციატივით ამას არ იზამს.
მკაცრ ვერტიკალს ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ დაარღვევს, როცა საქმე დიდ გარიგებებს ეხება, ისეთს თუნდაც როგორც ხიდაშელის მიერ რაჭის ტყეების იჯარით აღებაა. მერწმუნეთ, ყველაზე ნაკლებად ხიდაშელს უნდოდა ამ პრობლემის საკუთარ თავზე „აკიდება“ ისე, როგორც „რიყის დოქების“, მაგრამ გარემოებები მასზე მაღლა დგას და ის ამ გარემოებების ტყვეა.
ალბათ უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გამორიცხულია, ვინმემ მიიღოს ამ ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფლის გარდა და აქ არის ყველა მსგავსი პრობლემის გასაღები, სხვაგან ძებნას აზრი არა აქვს და ვერც ვიპოვით.
მსგავსი გადაწყვეტილება გამორიცხულია, ვინმემ მიიღოს ამ ქვეყანაში უმაღლესი ხელისუფლის გარდა და აქ არის ყველა მსგავსი პრობლემის გასაღები, სხვაგან ძებნას აზრი არა აქვს და ვერც ვიპოვით
რაც შეეხება რუსულ ინტერესს, ბუნებრივია არც უმაგისობაა, მაგრამ არა მგონია ეს რაღაც რუსულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს. მსგავსი გარიგებები ბევრი გვაქვს სხვადასხვა სფეროში, სადაც რუსული წარმოშობის ფული ტრიალებს და ეს ყველაფერი მიბმულია ჩვენი რუსეთთან დაახლოების ხარისხზე.
გაიზრდება ეს დაახლოება, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ სხვა ტყეებსაც ბიზნეს აქტივებს რაღაც მსგავსი დაემართება, შემცირდება დაახლოების ხარისხი და ხიდაშელი თვითონ იტყვის უარს გრძელვადიან იჯარაზე.
აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, მეწყრული პროცესების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ტყის საფარის დაკარგვა, ჭრა ითვლება. ყველამ ვნახეთ, რომ ღვარცოფს ძალიან დიდ რაოდენობით, უკვე დამზადებული, მასალად გასაყიდი მორები მოჰქონდა. ინფორმაცია არა მაქვს თუ ვისი შეიძლება ყოფილიყო ეს მასალა, მაგრამ თუ ხიდაშელის ლიცენზია უკვე ძალაშია, ბუნებრივია ამ მასალაზე პასუხი მას უნდა მოეთხოვოს, რადგან მისივე განცხადებით, მას მხოლოდ სანადიროდ უნდა ეს ტყეები.
ღვარცოფს ძალიან დიდ რაოდენობით, უკვე დამზადებული, მასალად გასაყიდი მორები მოჰქონდა. ინფორმაცია არა მაქვს თუ ვისი შეიძლება ყოფილიყო ეს მასალა, მაგრამ თუ ხიდაშელის ლიცენზია უკვე ძალაშია, ბუნებრივია ამ მასალაზე პასუხი მას უნდა მოეთხოვოს, რადგან მისივე განცხადებით, მას მხოლოდ სანადიროდ უნდა ეს ტყეები
საერთაშორისო ორგანიზაცია globalforestwatch-ის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ტყის საფარი 2013 წელს - 48 ჰა, 2019 წელს - 21 ჰა, 2020 წელს - 48 ჰა, 2021 წელს - 34 ჰა ფართობის ტყის საფარი იქნა განადგურებული. რაც ჯამში 4 წლის მონაცემებით 151 ჰექტარს წარმოადგენს.
- იმისათვის, რომ ასეთი გაუაზრებელი უკანონო და რაც მთავარია საშიშ მეწყრულ ზონებში არ გაიცეს მშენებლობებზე ნებართვის უფლება, რა უნდა გაკეთდეს?
- ისევ რთული და ისევ მარტივი შეკითხვაა. სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, სახელმწიფოდ სადაც ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს და მსგავსი საკითხები მერწმუნეთ აღარ იარსებებს. მანამდე კი გვაქვს ის, რაც გვაქვს და ხვალ ისევ მოვა სადღაც წვიმა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი