ირაკლი ქარსელაძე - აეწყო დროებითი ხიდი,  რომელიც დღეს დამონტაჟდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რაჭაში აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საჯარისო ნაწილები და მაშველები მდინარის მეორე მხარეს ხიდის დამონტაჟებამდე გადაიყვანეს.

მისივე თქმით, გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რომლითაც სტიქიის ადგილთან სხვა მხრიდან მისვლაც იყოს შესაძლებელი.

,,წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რათა კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან სამძებრო სამუშაოებში მაქსიმალური პროგრესი იყოს. პარალელურად, გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო, საბოლოოდ, მიმართულია იმისკენ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება, ვიპოვოთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით