„ნიკორა ჯგუფი“ სრულ მზაობას აცხადებს შოვის სტიქიის ზონაში საკვები პროდუქტებით დახმარებაზე

„ნიკორა ჯგუფი“ შოვის სტიქიის ზონაში მყოფების საკვები პროდუქტებით მომარაგების სრულ მზაობას აცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი სტიქიით გამოწვეული უმძიმესი ტრაგედიის გამო. უპირველეს ყოვლისა, სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. „ნიკორა ჯგუფში“ შემავალი თითოეული კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს.

სრულ მზაობას ვაცხადებთ სტიქიის ზონაში მყოფების დახმარებაზე. მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მზად ვართ შოვში საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდაჭერა გამოვხატოთ და ვუზრუნველყოთ ადგილზე მიწოდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება