თემურ მღებრიშვილი - მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თეორიული გამოთვლებით, შეიძლება, რომ ცხედარი აღმოაჩინონ.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის ზონაში მობილიზებული როგორც დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. მისივე ინფორმაციით, უკვე შეხვდნენ მეწყრის დროს კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„გუშინ გვქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრა. დავგეგმეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. გაეცნენ სამუშაო პროცესებს. ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალური ყურადღება გადავიტანეთ იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება, რომ დამატებით ცხედრის აღმოჩენა მოხდეს. ძირითადად კოტეჯების ტერიტორიაზეა საუბარი. სწორედ კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილეთ, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ბოლო კონტაქტები შედგა.

მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მოხდეს მეტ ადგილზე შესვლა და ბევრ ლოკაციაზე ტრანსპორტის საშუალებით ფრთხილად მუშაობა“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება