შალვა პაპუაშვილი - მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“, რომელმაც გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ის შეეხებოდა შოვში მდინარე ბუბას - საუბარია სხვა მდინარეზე და იქნებ დაწერონ, რომ მცდარი იყო ეს ინფორმაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ და რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, ეხებოდა არა მდინარე ბუბას, არამედ მდინარე ღვიორას, რომელსაც შოვში მომხდარ სტიქიასთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, მისი თქმით, მდინარე ბუბას კალაპოტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიცვალა და ამ თემით აპელირებაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

„გრძელდება სამაშველო ღონისძიება, უკვე ტექნიკა გადასულია მეორე ნაპირზე, გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, იმისთვის, რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა კურორტ შოვში - ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და კიდევ ერთხელ, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსოლიდაცია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა. ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, ტყუილია ისიც, თითქოს, წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა. როგორც მან განმარტა, წინასწარი მონაცემებით, მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა.

"მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხი მინდა დავასახელო, რომელიც სამწუხაროდ გუშინ გავრცელდა და რაღაც საკითხები ისტერიას იწვევს ხოლმე. მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, რომ იყო ღვარცოფის საშიშროება. არის აბსოლუტურად სხვა მდინარეზე საუბარი, ღვიორაზე, რომელიც სულ სხვა ქედია და სხვა ხევი არის და ვნახეთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებითაც.

მე მივმართავ "მწვანე ალტერნატივას", რომელიც იყო ამის ინიციატორი, იქნებ, დაწეროს, რომ მცდარი იყო ინფორმაცია და არანაირი კავშირი ღვიორას ამ სტიქიასთან არ აქვს.

მეორე, იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი "სანსეტ შოვის" მიერ, ესეც ტყუილია. კალაპოტი არის ნამდვილად შეცვლილი, თუმცა 60-იან წლებში და არანაირი კავშირი მას ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს.

მესამე - ასევე მედიაში გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო ან დაწეული იყო - ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოსვლას, სულ რამდენიმე, დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდა და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდში, ამაზე კიდევ გვექნება საბოლოო დასკვნა.

ამიტომ, მინდა ყველას მივმართო: ახლა არ არის დრო, დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ახლა არის სოლიდარობის, კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა