ახლობლების ინფორმაციით, შოვში დაღუპულებიდან ერთ-ერთი ალინა პოლიკოვსკაა, რომელსაც მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ მცირეწლოვანთან ერთად ეძებდნენ

ახლობლების ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის, რომელსაც მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ მცირეწლოვანთან ერთად ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, ცხედრის იდენტიფიცირება ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოხდა.

ახლობლებს ოჯახის დანარჩენ წევრებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი უწერაში ისვენებდა, თუმცა 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად იყვნენ წასული.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 12 პირი. ამ დროისთვის 6 ადამიანია იდენტიფიცირებული.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს