ჯანდაცვის მინისტრი - სტიქიის ეპიცენტრში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ყველა მცდელობაა, რათა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ადამიანები ცოცხლად ვნახოთ

სტიქიის ეპიცენტრში მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ყველა მცდელობაა, რათა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ადამიანები ცოცხლად ვნახოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში მთის ძალიან დიდი მასაა წამოსული, რაც დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლისაა.

მინისტრის თქმით, „სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიასა და უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში“.

„ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა. კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, რათა ადამიანები ცოცხლად ვნახოთ. ასევე, ერთი გარდაცვლილი დაემატა. მთის ძალიან დიდი მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც სამუშაო პროცესს ხელს უშლის. ეს მასა 4-5 მეტრის სიმაღლისაა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 13 პირი. ამ დროისთვის 6 ადამიანია იდენტიფიცირებული.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს