უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია ანაპის, გელენჯიკის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის და ტამანის პორტებზე.

შეგახსენებთ, რომ მდგომარეობა შავ ზღვაში რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ დაიძაბა. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში მიმავალ ყველა გემს სამხედრო მიზნად აღიქვამს.

საპასუხოდ კი, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის მიერ არაკონტროლირებად პორტებში მიემგზავრება, სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება