მამუკა ხაზარაძე - „ოცნების ექსპერტები“ დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ -  ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს, რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან!

ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! - სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ვერტმფრენი რომ ჰყოლოდა, პირველივე წუთიდან სტიქიის ადგილზე იქნებოდა, „განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული“.

„ოცნების ექსპერტები“ დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!

კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი