ჯანდაცვის მინისტრი - შოვში დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, 7 თუ 8 ბავშვია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დასახიჩრებული ცხედრები იპოვეს. აღნიშნული განცხადება აზარაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, დაკარგულებს შორის, 7-8 ბავშვია.

"ახლა მიმდინარეობს ამოცნობის სამუშაოები, ხედავთ, როგორი აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც, ვცდილობთ მიუხედავად ამ რთული პირობებისა, გარდაცვლილი, თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილი იქნა აღმოჩენილი, სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს.

დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, არიან ბავშვები, 7 თუ 8 ბავშვია", - განაცხადა აზარაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა